Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული პოლიტიკოსების სასამართლო

ორთვიანი პაუზის შემდეგ, საქალაქო სასამართლოში გრძელდება 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული პოლიტიკოსების სასამართლო. მათთან ერთად კიდევ 5 პირი იქნება - ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია, ნიკა გვენცაძე და თორნიკე მჭედლიშვილი. (სულ 10)

20:23 26.11.2025

20:06 - სხდომა დასრულდა.

20:23 26.11.2025

20:04 - მოსამართლე შვაგნირაძის თქმით, ამ საქმეზე არსებითი განხილვა არ შეწყდება. სხდომა 10 დეკემბერს 12:00-ზე დაინიშნა.

20:22 26.11.2025

20:01 - ბრალდებული ირაკლი ჩხვირკვია ამბობს, რომ შეურაცხყოფილია, მოითხოვს შეწყდეს საქმის წარმოება.

„გთხოვთ, რომ საკუთარ თავში როცა მარტო დარჩებით ჩემს სიტყვაზე დაფიქრდეთ და დამკვირვებლის თვალით შეხედოთ პროცესს, დაფიქსრდით, ვიყავი თუ არა მართალი სიტყვებში, რომ პროკურატურა აუგად გვექცევა ჩვენ, აუგად ექცევა საზოგადოებას“, - ამბობს ჩხვირკია.

19:56 26.11.2025

19:53 - „ნუ იქცევა პროკურორი დესპოტივით, მოგვცეს ოჯახებთან საუბრის საშუალება“, - ისევ მოითხოვს პაატა ბურჭულაძე დაუბრუნონ გარესამყაროსთან კომუნიკაციის შესაძლებლობა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG