Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული პოლიტიკოსების სასამართლო

ორთვიანი პაუზის შემდეგ, საქალაქო სასამართლოში გრძელდება 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული პოლიტიკოსების სასამართლო. მათთან ერთად კიდევ 5 პირი იქნება - ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია, ნიკა გვენცაძე და თორნიკე მჭედლიშვილი. (სულ 10)

19:56 26.11.2025

19:48 - მურთაზ ზოდელავამ ითხოვა ისევ სიტყვა:

„თუ მე და ჩემზე ნიჭიერმა სამმა ადამიანმა ლაპარაკით შეძლო და ამდენი ადამიანი გამოიყვანა, გადაავსო რუსთაველი, რაშია საქმე? - საქმე იმაშია, რომ ხელისუფლებამ იმ ვითარებამდე მიიიყვანა ქვეყანა, რომ მე და ჩემნაირებმა სატელევიზიო გამოსვლებით შევძელით ეს...

ვინც ეს კლიმატი შექმნა, ის ხომ არაა დამნაშავე და მაგათ გამო ჩვენ ხომ არ გვასამართლებენ?".

19:29 26.11.2025

19:06 - ახლა მხარეები მსჯელობენ, უნდა გადაეცეს თუ არა ეს საქმე არსებით განსახილველად საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას. ბრალდება აცხადებს, რომ კი, დაცვის მხარე კი ამბობს, რომ არა.

ისინი ამტკიცებენ, რომ ეს საქმე სრულად პოლიტიკურია და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.

„არ ვიცი, როგორ უნდა შევაფასო არასწორი კვალიფიკაცია მტკიცებულებებით და არგუმენტებით“, - ამბობს ნიკო გვენცაძის ადვოკატი ომარ ფურცელაძე.

19:08 26.11.2025

18:49 - პარტია სტრატეგია აღმაშენებლის წევრი პაატა მანჯგალაძე აკეთებს განცხადებას: „ვერასდროს ნახავთ პროცესზე, რომ მე სადმე ძალადობაში მივიღე მონაწილეობას ან ძალადობრივი ჯგუფი სადმე არსებობდა. მე მოქალაქე პაატა მანჯგალაძე ვაპირებდი და ვაპირებ ვიყო ჩემს ხალხთან ერთად, თუ ეს დანაშაულია, მე მზად ვარ ასე გავცე პასუხი, სხვა ბრალი ბუნებაში არ არსებობს".

19:08 26.11.2025

18:49 - „თუ გამოძიება დასრულდა სთხოვეთ პროკურორს რომ არ აგვიკრძალოს ტელეფონით სარგებლობა, როგორ შეიძლება ამდენი ხანი არ ველაპარაკო შვილებს, შვილიშვილებს“, - მიმართა პაატა ბურჭულაძემ მოსამართლე, ირაკლი შვანგირაძეს.


ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG