15:29 - პაატა ბურჭულაძის ადვოკატი შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ „ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და სასამართლოც აგრძელებს ამას“.
„თითქმის ყველა პოლიტიკურ საქმეში, რომ გამოძიება იწყება პოლიციელის პატაკის საფუძველზე, რომელიც არაფერს აკეთებს ტელევიზორის ყურების გარდა, ნახულობს ვითომდა დანაშაულს და უპატაკებს, ეს ადამიანი არის ლევან ბასილაძე, ქართული ოცნების წევრის ვაჟი“.
15:43 - თორნიკე მჭედლიშვილის ადვოკატი, თენგიზ ხარებავა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ არის ნასამართლევი, მუშაობს, ჰყავს პენსიონერი ბებო და ბაბუ, რომელსაც ის ინახავდა თავისი შემოსავლით.
ადვოკატმა მოიტანა ბრალდებულის მახასიათებლები. მას მიაჩნია, რომ საქმეში ერთი მოწმეც არ არის, რომელზე გავლენასაც ის მოახდენდა.
„სასამართლო სხდომაზე მან თქვა, რომ შეყვარებული დანიშნა, ოჯახის შექმნაზე ფიქრობდა და ფიქრობს დღესაც. გირაოც ნამდვილად უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების მიზნებს... გთავაზობთ გირაოს 5 000 ლარის ოდენობით, ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, რომ მილიონებზე ვისაუბროთ. თორნიკე 400-500 ლარს იღებს სამსახურში და 5000 მისთვის დიდი თანხაა“, - ამბობს ადვოკატი.
მისივე განცხადებით, კადრში ჩანს, რომ როცა პრეზიდენტის რეზიდენციის დიდი კარი ჩამონგრეულია, შემდეგ ჩანს ის კადრში, მას რომ შეღწევა სდომოდა... ღია იყო ტერიტორია.... მას ხელისუფლების დამხობის მოტივი არ ჰქონია, არ ჰქონია მოლოდინი, რაიმე სარგებლის მიღების“, - ამბობს ადვოკატი.
15:50 - გური ჟვანიას ადვოკატი, ნათია კორკოტაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დადიოდა აქციებზე და მშვიდობიანად აფიქსირებდა თავის პოზიციას. მას მიაჩნია, რომ არც ერთი რისკი არაა სახეზე: არც მტკიცებულებების განადგურება, არც მიმალვა და არც ახალი დანაშაულის ჩადენა.
„რომელი შეცვლის ჩვენებას, ბატონო მოსამართლე? როდესაც ბრალდება ამბობს, რომ გაანადგურებენ და ზემოქმედებას მოახდენენ, რომელიმეზე დაასახელა ბრალდები მხარემ, რომ რომელიმე ბრალდებულმა დაურეკა მოწმეებს, იყო მუქარა. ასეთი არ ყოფილა და ასეთი ტრაფარეტული და ფორმალური საუბარი მახინჯი პრაქტიკაა“.
ადვოკატი ალტერნატივის სახით სასამართლოს 3000-ლარიან გირაოს სთავაზობს.
„თუ არ ჩათვლის 3000 ლარს საკმარისად, თვითონ მოსამართლემ განსაზღვროს“, - თქვა ნათია კორკოტაძემ.
15:58 - ირაკლი შაიშმელაშვილის ადვოკატი მარიამ მეზვრიშვილი ასაბუთებს, რატომ არ უნდა შეუფარდონ პატიმრობა, გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანს.
ეს ფორმალური ხასიათისაა, რადგან შაიშმელაშვილი საქართველოში არაა. მას დაუსწრებად აქვს პატიმრობა შეფარდებული.
ახლა ადვოკატი ასაბუთებს, რატომ არ მიიმალება ის, რატომ არ გაანადგურებს მტკიცებულებებს და რატომ არ გაიმეორებს დანაშაულს.
ფორუმი