Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული პოლიტიკოსების სასამართლო

ორთვიანი პაუზის შემდეგ, საქალაქო სასამართლოში გრძელდება 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული პოლიტიკოსების სასამართლო. მათთან ერთად კიდევ 5 პირი იქნება - ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია, ნიკა გვენცაძე და თორნიკე მჭედლიშვილი. (სულ 10)

16:20 26.11.2025

16:10 - მურთაზ ზოდელავა ამბობს:

„გასაგებია ფოკუსირებულია კონკრეტული სამიზნე, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი, მე არ მგონია, რომ რაიმე განსაკუთღებული მიზანი იყოს ამაში.. ჩემგან განსხვავებით ეს ადამიანები აქციის მონაწილეები არიან, ნუ განიხილავთ ჩემთან ერთად... მზად ვარ ყველა მუხლის აღიარებაზე ვისაუბრო, ოღონდ ათეულობით ადამიანი... ყველაფერი მე შემიძლია ავიღო, თუ ამ ადამიანებს გაათავისუფლებენ..მართლა მიზანი ხომ არ არის საზოგადოება გავხლიჩოთ, 60 გაუბედურებული ოჯახი დგას ამ ადამიანების უკან, 60 ტრაგედია...მე აგერ ვარ, რაში სჭირდება ამდენი რესურსის დახარჯვა... ამოცანა შესრულებულია, ეს პროპაგანდა იმხელა ტალღა იყო....კი ბატონო გამაშავეთ, რამ შეიძლება გამათეთროს... 60 ადამიანი ზის მეორე ვაგონში და 60 ადამიანი იტანჯება, ეს ოჯახის ტანჯვაც არის. ამ ადამიანებისთვის ეს ადვოკატი ხარჯია, დიდი ტრაგედიაა... ეს ხალხი ახლა გავიცანი [მიუთითებს ვისაც არ იცნობს].. ამ სამ ადამიანს საერთოდ არ ვიცნობ, არაჩვეულებრივი ხალხი ყოფილან და ამისთანა რამდენი.

....რაღაც არსებობს, რაღაც ზომიერება, განსაკუთრებით მაშინ, რომ პირველი, მეორე და მესამე ტიპის ამოცანა, შესრულებული იყოს, ჩვენი მაცხონებელი არ დარჩა არავინ, ჩვენი დაკავებიდან ნახევარი ოპოზიცია ჩვენს ჩაქოლვას ითხოვდა...ყველაზე მურტალი მუხლი.... 4 ოქტომბრის პატიმრებისთვის არავინ არსებობს, არც დასავლეთი, არც ენჯეო, არც მედიატორი..საქართველოში სულ ასეთი აქციები იყო, სხვა ტიპის აქციები უბრალოდ არ ყოფილა...გავიგეთ რომ ახლა ეს სტანდარტია, შეგუეული ვარ რომ კარგი ცხოვრება არ მექნება, ამ ადაიანებს სხვა თვალით შეხედეთ რა, ჩვენ ნუ გვიგულშემატკივრეთ შევეჩვიეთ, მაგრამ ამ 60 ადამიანსაც არ ჰყავს მომკითხავი... შიშია, ასეთი რაღაც ხდება... ჩემი გულწრფელი პოზიციაა..“.

16:20 26.11.2025

15:58 - ირაკლი შაიშმელაშვილის ადვოკატი მარიამ მეზვრიშვილი ასაბუთებს, რატომ არ უნდა შეუფარდონ პატიმრობა, გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანს.

ეს ფორმალური ხასიათისაა, რადგან შაიშმელაშვილი საქართველოში არაა. მას დაუსწრებად აქვს პატიმრობა შეფარდებული.

ახლა ადვოკატი ასაბუთებს, რატომ არ მიიმალება ის, რატომ არ გაანადგურებს მტკიცებულებებს და რატომ არ გაიმეორებს დანაშაულს.

16:01 26.11.2025

15:50 - გური ჟვანიას ადვოკატი, ნათია კორკოტაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დადიოდა აქციებზე და მშვიდობიანად აფიქსირებდა თავის პოზიციას. მას მიაჩნია, რომ არც ერთი რისკი არაა სახეზე: არც მტკიცებულებების განადგურება, არც მიმალვა და არც ახალი დანაშაულის ჩადენა.

„რომელი შეცვლის ჩვენებას, ბატონო მოსამართლე? როდესაც ბრალდება ამბობს, რომ გაანადგურებენ და ზემოქმედებას მოახდენენ, რომელიმეზე დაასახელა ბრალდები მხარემ, რომ რომელიმე ბრალდებულმა დაურეკა მოწმეებს, იყო მუქარა. ასეთი არ ყოფილა და ასეთი ტრაფარეტული და ფორმალური საუბარი მახინჯი პრაქტიკაა“.

ადვოკატი ალტერნატივის სახით სასამართლოს 3000-ლარიან გირაოს სთავაზობს.

„თუ არ ჩათვლის 3000 ლარს საკმარისად, თვითონ მოსამართლემ განსაზღვროს“, - თქვა ნათია კორკოტაძემ.

15:54 26.11.2025

15:43 - თორნიკე მჭედლიშვილის ადვოკატი, თენგიზ ხარებავა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ არის ნასამართლევი, მუშაობს, ჰყავს პენსიონერი ბებო და ბაბუ, რომელსაც ის ინახავდა თავისი შემოსავლით.

ადვოკატმა მოიტანა ბრალდებულის მახასიათებლები. მას მიაჩნია, რომ საქმეში ერთი მოწმეც არ არის, რომელზე გავლენასაც ის მოახდენდა.

„სასამართლო სხდომაზე მან თქვა, რომ შეყვარებული დანიშნა, ოჯახის შექმნაზე ფიქრობდა და ფიქრობს დღესაც. გირაოც ნამდვილად უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების მიზნებს... გთავაზობთ გირაოს 5 000 ლარის ოდენობით, ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, რომ მილიონებზე ვისაუბროთ. თორნიკე 400-500 ლარს იღებს სამსახურში და 5000 მისთვის დიდი თანხაა“, - ამბობს ადვოკატი.

მისივე განცხადებით, კადრში ჩანს, რომ როცა პრეზიდენტის რეზიდენციის დიდი კარი ჩამონგრეულია, შემდეგ ჩანს ის კადრში, მას რომ შეღწევა სდომოდა... ღია იყო ტერიტორია.... მას ხელისუფლების დამხობის მოტივი არ ჰქონია, არ ჰქონია მოლოდინი, რაიმე სარგებლის მიღების“, - ამბობს ადვოკატი.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG