15:29 - პაატა ბურჭულაძის ადვოკატი შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ „ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და სასამართლოც აგრძელებს ამას“.
„თითქმის ყველა პოლიტიკურ საქმეში, რომ გამოძიება იწყება პოლიციელის პატაკის საფუძველზე, რომელიც არაფერს აკეთებს ტელევიზორის ყურების გარდა, ნახულობს ვითომდა დანაშაულს და უპატაკებს, ეს ადამიანი არის ლევან ბასილაძე, ქართული ოცნების წევრის ვაჟი“.
15:23 - ნიკა გვენცაძის ადვოკატის ომარ ფურცელაძის თქმით, სოციალურად ეკონომიკურად ნიკა გვენცაძე დაკავშირებულია საქართველოსთან და ჰყავს გვერდით ოჯახის წევრი, რომლის ერთადერთი მხარდამჭერი თავადაა. ამ და სხვა არგუმენტით ადვოკატი ფიქრობს, რომ მიმალვის საფრთხე არ არსებობს.
მისივე განცხადებით, ვერ მოისმინა არგუმენტი, რატომ ვერ უზრუნველყოფდა „იგივე შემბოჭავ ეფექტს უფრო მსუბუქი აღკვეტის ღონისძიება“.
15:11 - ირაკლი ჩხვირკვიას ადვოკატი, ბორის ჩელე ყურუა ასაბუთებს, რატომ არ უნდა დატოვონ პატიმრობაში მისი დაცვის ქვეშ მყოფი.
ნიკა გვენცაძის ადვოკატი ომარ ფურცელაძე იზიარებს კოლეგა ადვოკატების პოზიციას და ამატებს: „ნიკა გვენცაძე ნასამართლევი არაა......
რამდენიმე წუთით ჩერდება სხდომა. მოსამართლე ფეხზე აყენებს დამსწრე, თეონა ჯორბენაძეს და წესრიგის დარღვევაზე მიანიშნებს. ჯორბენაძე ამბობს, რომ დაემორჩილა მანდატურს და წაშალა გადაღებული ფოტო.
ჩაერია მის გვერდით მჯდომი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა. „რა დაკითხვას უწყობთ“. მოსამართლე მოითხოვს მის ფეხზე ადგომას. თინა ბოკუჩავა არ ემორჩილება, ამბობს: „რუსების დავალებით არ ვმოქმედებ“.
მოსამართლე: სახელი-გვარი
თინა ბოკუჩავა: დაგუგლეთ
მოსამართლე: გაძევებული ხართ სხდომის დარბაზიდან, სასამართლოს უპატივცემულობის გამო
თინა ბოკუჩავამ სხდომა დატოვა.
15:10 - შესვენების შემდეგ სხდომა განახლდა.
ფორუმი