Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული პოლიტიკოსების სასამართლო

ორთვიანი პაუზის შემდეგ, საქალაქო სასამართლოში გრძელდება 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული პოლიტიკოსების სასამართლო. მათთან ერთად კიდევ 5 პირი იქნება - ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია, ნიკა გვენცაძე და თორნიკე მჭედლიშვილი. (სულ 10)

14:05 26.11.2025

სახელისა და გვარების უკან ადამიანები დგანან - უკრაინაში მებრძოლი, „ბათუმელი მედროშე“, უმუშევარი მარტოხელა მამა, მარკეტერი, ექიმი, გეოფიზიკოსი, აქტივისტი - 4 ოქტომბრის საქმეზე ჯამში, 46 ადამიანი დააკავეს. რა ვიცით მათ შესახებ? (სტატია რადიო თავისუფლების არქივიდან)

14:02 26.11.2025

ვინ არის ის 13 ადამიანი, რომლებიც „ოთხი ოქტომბრის საქმეზე“ პროკურატურამ პირველი დააკავა. ცამეტივეს ჯგუფურ ძალადობასა და სტრატეგიული ობიექტის - პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდება-ბლოკირების მცდელობაში სდებენ ბრალს. (სტატია რადიო თავისუფლების არქივიდან)

13:55 26.11.2025

13:49 - ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ „4 ოქტომბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო და არ ეთანხმება ამ მოვლენის სისხლის სამართლის მუხლებზე დაყვანას".

„კარგად მესმის, რომ გადაწყვეტილება სათათბირო ოთახში არ იქნება მიღებული, მაგრამ პროკურორს მაინც უნდა ვუპასუხო... ბრალდებამ მიმოიხილა ის მტკიცებულებები, რაც ჯერ დასაშვებადაც არ არ არის ცნობილი...თუმცა მოსამართლემ გადაწყვიტა და იყოს ასე“, - აცხადებს ის.

ბექა ბასილაის თქმით, არ არსებობს მიმალვის საფრთხე, რადგან ორივე მისი დაცვის ქვეშ მყოფი: მურთაზ ზოდელავა და პაატა მანჯგალაძე პირდაპირ ეთერში დააკავეს.

მისივე განცხადებით, ისინი ვერ მოახდენენ მტკიცებულებების განადგურებას, რადგან საქმის მასალებში უკვე არსებობს დათვლილი ზიანი, ყველაფერი აღწერილია და საქმის მასალებში მტკიცებულებად დევს.

ახალი დანაშაულის ჩადენის რისკის დასაბუთებისას ბრალდება 4 ოქტომბრის მოვლენებზე ახდენდა პედალირებასო, ამბობს და აპირებს დაასაბუთოს, რატომ არაა 4 ოქტომბრის მოვლენები და მისი დაცვის ქვეშ მყოფის მოქმედებები დანაშაული.

მისი განცხადებით, წარდგენილი მუხლი: „სტრატეგიული ობიექტის დაკავების მცდელობა“ ნაკლებად მძიმე დანაშაულია და „რატომ უნდა ისხდნენ ეს ადამიანები ციხეში?“.

ბექა ბასილაიამ მოიხმო ირაკლი კობახიძის განცხადება, რა დროსაც მან თქვა, რომ ჰქონდა ინფორმაცია 4 ოქტომბრის აქციის მონაწილეების მოქმედებაზე, კითხვაზე რატომ არ აღკვეთეს, უპასუხა, რომ „დაელოდა, როდის გადავიდოდნენ მოქმედებაზე“.

„არც უცდია აღკვეთა, ის რაც სცენაზე მოვისმინეთ, დღეებით ადრე სხვადასხვა ეთერებშიც მოსმენილი გვაქვს, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს მშვიდობიანი რევოლუციით“, - ამბობს ადვოკატი.

„თუ მაინც ჩათვლის სასამართლო საფრთხეებს, მაშინ გამოიყენეთ გირაო“, - ამბობს ადვოკატი.

13:42 26.11.2025

13:27 - მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ გადაწყვიტა, რომ ჯერ ბრალდებულების პატიმრობას გადახედოს და ამის შემდეგ გაგრძელდეს მსჯელობა მტკიცებულებებზე.

პროკურორი ვაჟა თოდა ამბობს, რომ ბრალდებულები პატიმრობაში უნდა დარჩნენ, რადგან სახეზეა მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.

„ეს ადამიანეი აცხადებდნენ, რომ 4-ში დაიწყებდნენ და 4-ში დაასრულებდნენ. ყველაფერი ხდებოდა მუნიციპალური არჩევნების წინ, ეს ადამიანები საუბრობდნენ, რომ აუციელებლი იყო ხელისუფლების დამხობა. დანაშაულამდე ჩაწერილია ვიდეო, რომელშიც მონაწილეობას იღებს ხუთი ორგანიზატორი, ისინი ამბობენ, რომ ორგანიზატორები, იციან, როგორ იმოქმედონ და იღებენ სრულ პასუხისმგებლობას განვითარებულ მოვლენებზე“, - ამბობს ვაჟა თოდუა.

მეორე არგუმენტი თავისუფლების მოედანზე მურთაზ ზოდელავას სიტყით გამოსვლაა, რა დროსაც მან თქვა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისკენ წასულიყვნენ.

„კადრებში ჩანს, რა მოხდა ეზოში, ჩანს თავდასხმა პოლიციელებზე, ნივთების სროლა, რბევა და სხვა მოქმედებები... სამართალდამცველებს სთხოვენ არ შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები...

თორნიკე მჭედლიშვილი ხისმაგვარი საგნით ძალადობს პოლიციელზე და ურტყამს, ცდილობს სასახლეში შეჭრას და აყენებს შეურაცხყოფას.ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, რომ შებოჭილი ჰყავთ სამართალდამცველები, მიდის ჟვანია და ურტყამს ფეხს. ნიკა გვენცაძე აზიანებს სასახლის ღობეს რამდენიმე პირთან ერთად და ჩანს, რომ პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით ისვრის გარკვეულ საგანს. ჩხვირკია მონაწილეობს ძალადობრივ მოქმედებებში, იმყოფება ეზოში და სხვებს მოუწოდებს შევიდნენ ეზოში...“, - ამბობს პროკურორი და ამატებს, რომ ზოდელავამ, ნადირაძემ და ბურჭულაძემ ინტერვიუების დროს თქვეს, რომ „უნდა გაეგრძელებინათ ძალადობრივი მოქმედებები ხელისუფლების დამხობამდე, რომ ეს ორ სამ საათში ვერ დამთავრდებოდა და რამდენიმე დღე უნდა გაგრძელებულიყო“.

ვაჟა თოდუას მტკიცებით, ჟურნალისტებთან მათ „აღიარეს, რომ მიზანი იყო სასახლის ეზოში შეჭრა“, კითხვაზე რატომ პრეზიდენტის სასახლე თქვეს, რომ „წინააღმდეგობის ადვილად გადალახვა უნდოდათ და ამიტომ შეარჩიეს ეს ადგილი“.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG