13:24 - სასამართლო მტკიცებულებების დასაშვებობის ეტაპზე გადავიდა.
პროკურორ ვაჟა თოდუას მონათხრობით ირკვევა, რომ საქმეზე 135 პირის დაკითხვას აპირებენ.
საქმეს ერთვის ვიდეომტკიცებულებები და სუს-დან გამოთხოვილი ინფორმაცია[შინაარსი არსებითი განხილვის ეტაპზე გაჟღერდება].
13:10 - მოსამართლე განუმარტავს ბრალდებას დაკავებულებს:
მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად.
მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ.
მათ 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
არც ერთი მათგანი თავს დამნაშავედ არ ცნობს.
- ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
არც ლაშა ბერიძე ცნობს თავს დამნაშავედ.
- პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„არც ვცნობ არც ერთ ნაწილში თავს დამნაშავედ“, - ამბობს ის.
13:09 - მოსამართლის თქმით, ირაკლი შაიშმელაშვილს ამ საქმეზე ბრალი დაუსწრებლად აქვს წარდგენილი, ამიტომ აინტერესებს, რა პოზიცია აქვთ ადვოკატებს მისი მონაწილეობის გარეშე სხდომის წარმართვის.
ადვოკატ ნათია მეზვრიშვილის თქმით, არსებითი განხილვის ეტაპზე ირაკლი შაიშმელაშვილს სურს დისტანციურად ჩართვა.
13:08 - მოსამართლე ფეხზე აყენებს დარბაზში მჯდომ პაატა ბურჭულაძის დას, ამბობს, რომ წესრიგს არღვევდა და აფრთხილებს.
ფორუმი