Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლური სანქციების ფონზე, თურქეთი რუსეთის ნავთობს სხვა წყაროებიდან ანაცვლებს


„როსნეფტის“ რუსული დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი ბოსფორის სრუტეში. თურქეთი, 2024 წლის 28 ნოემბერი
„როსნეფტის“ რუსული დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი ბოსფორის სრუტეში. თურქეთი, 2024 წლის 28 ნოემბერი

რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის უახლესი სანქციების ფონზე, თურქეთის უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი კომპანიები სულ უფრო მეტ არარუსულ ნავთობს ყიდულობენ.

ამის შესახებ "როიტერსს" აცნობა ინფორმაციაზე პირდაპირი წვდომის მქონე ორმა და გადამამუშავებელი მრეწველობის სფეროდან რამდენიმე წყარომ.

თურქეთი, ჩინეთსა და ინდოეთთან ერთად, რუსეთის ნედლი ნავთობის უმსხვილესი შემსყიდველია. თურქეთის გადამამუშავებელი კომპანიები ინდოეთის მსგავს ნაბიჯებს დგამენ, რაც აჩვენებს აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ რუსეთის ნავთობის გაყიდვის და შესაბამისად, უკრაინის წინააღმდეგ ომის საწარმოებელი რესურსების შესამცირებლად გაწეული ძალისხმევის ეფექტიანობას.

თურქეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა გადამამუშავებელმა კომპანიამ Socar Turkey Aegean Refinery (STAR), რომელსაც აზერბაიჯანული კომპანია SOCAR-ი ფლობს, ახლახან ერაყიდან, ყაზახეთიდან და სხვა არარუსული მწარმოებლებისგან შეისყიდა ოთხი პარტია ნედლი ნავთობი, რომელსაც დეკემბერში მიიღებს.

პარტიის მოცულობიდან გამომდინარე, ეს ნიშნავს 77 ათასიდან 129 ათასამდე ბარელ არარუსულ ნავთობს დღეში და იმას, რომ SOCAR-ი ნაკლებ რუსულ ნედლ ნავთობს გამოიყენებს.

გლობალური ვაჭრობის მონაცემთა ანალიზის კომპანია Kpler-ის მონაცემებით, სექტემბერსა და ოქტომბერში STAR-ის ობიექტების მიერ გადამუშავებული ნედლი ნავთობი - დაახლოებით 210 ათასი ბარელი დღეში - პრაქტიკულად სრულად რუსული იყო.

STAR-მა ნავთობის ერთ-ერთი პარტია ყაზახეთის KEBCO-სგან შეისყიდა, აცხადებს ორი წყარო, რომელთა თანახმად, ეს ნედლეული იგივე ხარისხისაა, როგორიც რუსეთის ურალის ნავთობი.

ასევე ნახეთ

ფორუმი

XS
SM
MD
LG