Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთის გამანადგურებლებმა გადაიტაცეს რუსეთის სადაზვერვო თვითმფრინავი


რუსეთის Il-20-ის ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავი, საარქივო ფოტო
რუსეთის Il-20-ის ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავი, საარქივო ფოტო

პოლონეთის Mig-29-ის ტიპის გამანადგურებლებმა გადაიტაცეს რუსეთის Il-20-ის ტიპის სადაზვევო თვითმფრინავი, რომელიც პოლონეთის საჰაერო სივრცესთან ახლოს, ბალტიის ზღვის თავზე მიფრინავდა. ამ კვირის განმავლობაში ეს არის მეორე ასეთი შემთხვევა.

გადატაცებისას, ღამით, რუსეთის მხრიდან უკრაინაზე მასშტაბური დარტყმები მიმდინარეობდა - იუწყება "პოლონეთის რადიო". პოლონეთში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა საჰაერო თავდაცვის და ანტისარაკეტო სისტემები, ჰაერში იყო პოლონეთისა და ნატოს გამანადგურებლები.

ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა აღნიშნა, რომ რუსეთის თვითმფრინავი არ შესულა პოლონეთის საჰაერო სივრცეში.

ასეთივე თვითმფრინავი პოლონეთის არმიამ სამშაბათსაც გადაიტაცა, ბალტიის ზღვის საერთაშორისო წყლების თავზე.


ფორუმი

XS
SM
MD
LG