შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის მოკვლევა დაიწყო მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლით: საგზაო წესების დარღვევისა (125) და ავტომობილის გაჩერების შესახებ პოლიციის მოთხოვნის შეუსრულებლობის (123) მუხლებით.
გუშინ, 29 ოქტომბერს, მე-10 სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა საავტომობილო მოძრაობა კიდევ ერთხელ გადაკეტეს. ისინი მოითხოვენ სკოლის მშენებლობის დასრულებას, მანამდე კი სწავლისთვის ხელსაყრელი ადგილის გამოყოფას.
გზის გადაკეტვის შემდეგ დადიანის ქუჩაზე გამოჩნდა მუქი ფერის ავტომობილი, რომელმაც დემონსტრანტების სიახლოვეს სახიფათო მანევრები დაიწყო. ავტომობილი დაეჯახა პარკირების ადგილზე მდგარ ავტომობილსაც.
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ აუცილებელია „ბავშვებისთვის უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემო“.
 
 
 
 
ფორუმი