ორი მაღალი რანგის წყაროზე დაყრდნობით, ინფორმაციას ავრცელებს The Washington Post-ი.
გამოცემის წყაროების ცნობით, პუტინმა ასევე განაცხადა მზადყოფნა, დონეცკის ოლქზე სრული კონტროლის სანაცვლოდ დათმოს ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ნაწილები.
WP-ი აღნიშნავს, რომ მოსკოვის ტერიტორიული მოთხოვნები ოდნავ ნაკლებად მასშტაბურია ამჯერად, აგვისტოში ანკორიჯის მოლაპარაკებების დროს წამოყენებულ პრეტენზიებთან შედარებით. წყაროების ცნობით, თეთრი სახლის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ეს წინსვლად შეაფასა.
გაზეთის წყაროები ასევე იუწყებიან, რომ პარასკევს შეხვედრის დროს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა დონეცკის ოლქის რუსეთისთვის კონტროლის გადაცემასთან დაკავშირებით უკრაინის დელეგაციაზე „ზეწოლა“ მოახდინა.
პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი 16 ოქტომბერს შედგა. WP-ის კომენტარის თხოვნას არც თეთრმა სახლმა და არც კრემლმა არ უპასუხეს.
ფორუმი