Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექიმი, არქიტექტორი და კიდევ 6 ადამიანი - 44-მდე გაიზარდა 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულთა რაოდენობა


დღეს კიდევ რვა ადამიანი დააკავეს.
დღეს კიდევ რვა ადამიანი დააკავეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ დღეს, საღამოს მორიგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კიდევ რვა ადამიანი დააკავეს 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით - ყველა მათგანს პატიმრობა ემუქრება.

ჯამში, მისი თქმით, დაკავებულია 44 ადამიანი, ხოლო კიდევ ოთხზე ძებნაა გამოცხადებული.

დღეს საღამოს, სულ ცოტა ხნის წინ დააკავეს 71 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი - პედიატრი, ბავშვთა კარდიოლოგი-რევმატოლოგი.

დაკავებულთა შორისაა ირაკლი ჩხირკვია, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი.

ასევე, დიზაინერი, არტდირექტორი ია დარახველიძე.

ამ საქმეზე ჯამში 44 ადამიანია დაკავებული.

  • მათ შორის არიან 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორები - პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე და ლაშა ბერიძე;
  • 6 ოქტომბერს დააკავეს 13 ადამიანი: ბექა მაჭავარიანი, ალექსანდრე გოგოლაძე, ევა შაშიაშვილი, გიორგი რურუა, ვახტანგ ფიცხელაური, დავით სტურუა, მანუჩარ მიქელაძე, ალექსანდრე ხაბეიშვილი, კახაბერ მჟავანაძე, თორნიკე მჭედლიშვილი, აბო ნავერიანი, სერგო მეგრელიშვილი, დავით ჟღენტი - ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს;
  • 7 ოქტომბერს პოლიციამ დააკავა აქციის ოთხი მონაწილე;
  • 8 ოქტომბერს დააკავეს 12 დემონსტრანტი;
  • 9 ოქტომბერს კი სიას კიდევ რვა დემონსტრანტი დაემატა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG