Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

64-ვე მუნიციპალიტეტში „ოცნება“ იმარჯვებს, ზოგან 100%-ით - ცესკოს პირველადი მონაცემები


„ქართული ოცნების“ ლიდერები ირაკლი კობახიძე (მარცხნივ), ბიძინა ივანიშვილი (შუაში) და კახა კალაძე
„ქართული ოცნების“ ლიდერები ირაკლი კობახიძე (მარცხნივ), ბიძინა ივანიშვილი (შუაში) და კახა კალაძე

2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა - ასეთია 21:47 საათისთვის ცესკოს პირველადი წინასწარი მონაცემები.

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები გამარჯვებულები არიან 64-ვე მუნიციპალიტეტში, მათგან 26-ში, სადაც კონკურენტი არ ჰყავდათ, 100%-ით.

ცესკოს მონაცემებით, რომლებიც საქართველოში გახსნილი 3061 უბნის 73%-ის (2233) მონაცემებს ეყრდნობა, „ქართული ოცნებას“ ხმების 80,8% აქვს.

საქართველოს მასშტაბით პარტიების ხმები ასე ნაწილდება:

  • #1. „მამული, ენა, სარწმუნოება“ - 0,372%;
  • #3. „კონსერვატორები საქართველოსთვის“ - 2,768%;
  • #5. „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - 0,415%;
  • #7. „თავისუფალი საქართველო“ - 0,326%;
  • #8. „პატრიოტთა ალიანსი“ - 0,847%;
  • #9. „ძლიერი საქართველო - ლელო“ - 6,782%;
  • #11. „საქართველო“ - 0,152%;
  • #12. „მწვანეთა პარტია“ - 0,169%;
  • #14. „სახალხო ხელისუფლება“ - 0,238%;
  • #25. „გახარია საქართველოსთვის“ - 3,86%;
  • #36. „გირჩი“ - 3,303%;
  • #41. „ქართული ოცნება“ - 80,768%.

დედაქალაქის მონაცემები:

  • #1. „მამული, ენა, სარწმუნოება“ - 1,019%;
  • #3. „კონსერვატორები საქართველოსთვის“ - 4,321%;
  • #5. „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - 0,58%;
  • #7. „თავისუფალი საქართველო“ - 0,893%;
  • #8. „პატრიოტთა ალიანსი“ - 1,063%;
  • #9. „ძლიერი საქართველო - ლელო“ - 10,054%;
  • #11. „საქართველო“ - 0,318%;
  • #12. „მწვანეთა პარტია“ - 0,643%;
  • #14. „სახალხო ხელისუფლება“ - 0,257%;
  • #25. „გახარია საქართველოსთვის“ - 3,199%;
  • #36. „გირჩი“ - 7,498%;
  • #41. „ქართული ოცნება“ - 70,155%.

ამ თვითმმართველობის არჩევნებზე 26 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატი მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ დააყენა და პირველადი წინასწარი მონაცემებით, შესაბამისად, ყველგან ხმების 100% მიიღო:

  1. საგარეჯო - ვახტანგ კაკუტაშვილი;
  2. გურჯაანი - გიორგი მაჭავარიანი;
  3. დედოფლისწყარო - ნიკოლოზ ჯანიაშვილი;
  4. ყვარელი - ილია მზექალაშვილი;
  5. თიანეთი - ლევან წიკლაური;
  6. გარდაბანი - დავით კარგარეთელი;
  7. დმანისი - კობა მურადაშვილი;
  8. წალკა - ილია საბაძე;
  9. თეთრიწყარო - მიხეილ აფციაური;
  10. ახალციხე - ვარლამ წიკლაური;
  11. ადიგენი - გოჩა ქიმაძე;
  12. ასპინძა - როსტომ მაგრაქველიძე;
  13. ახალქალაქი - მელქონ მაკარიანი;
  14. ნინოწმინდა - ანივარდ მოსოიანი;
  15. ონი - დავით ლობჟანიძე;
  16. ამბროლაური - ზაზა ქევანიშვილი;
  17. ცაგერი - ჭაბუკი ჭაბუკიანი;
  18. ლენტეხი - გიორგი გაზდელიანი;
  19. მესტია - კაპიტონ ჟორჟოლიანი;
  20. საჩხერე - ლევან ივანაშვილი;
  21. ბაღდათი - ნოდარ გიორგიძე;
  22. ვანი - ალექსანდრე გოგორიშვილი;
  23. ტყიბული - დავით კუბლაშვილი;
  24. აბაშა - გიგა გაბელაია;
  25. მარტვილი - გიორგი ნაჭყებია;
  26. ფოთი - ბექა ვაჭარაძე.

დღეს, 4 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში ჩატარდა. ამომრჩევლების უმრავლესობა ხმას ელექტრონულად აძლევდა - სწორედ ეს ამარტივებს ხმის დათვლას.

დღეს, 4 ოქტომბერს, არჩევნების პარალელურად თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ორგანიზებით, „ხელისუფლების მშვიდობიანად დასამხობად“ დემონსტრაცია იმართება.

დაახლოებით 19:00 საათზე, მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებს მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ წევრმა პაატა ბურჭულაძემ და მურთაზ ზოდელავამ მიმართეს, მოქალაქეები ათონელზე მდებარე პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ დაიძრნენ.

ადმინისტრაციის შენობასთან მისულმა დემონსტრანტებმა რკინის ჯებირები გაარღვიეს. სწორედ ამ დროს გამოვიდნენ საპოლიციო ძალები ადმინისტრაციის შენობიდან. პირველად პოლიციამ მაშინ გამოიყენა წიწაკის სპრეი.

„ხელისუფლების მშვიდობიანად დამხობის“ სურვილით აქცია თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ორგანიზებით დაიგეგმა 4 ოქტომბრისთვის, როცა საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები იმართებოდა. არჩევნები 20:00 საათზე დასრულდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG