Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეპერ P.Diddy-ის ოთხ წელზე მეტი ხნით მიესაჯა პატიმრობა


P. Diddy
P. Diddy

ნიუ-იორკის ფედერალურმა სასამართლომ ოთხი წლითა და ორი თვით მიუსაჯა პატიმრობა რეპერ შონ კომბსს, რომელიც P. Diddy-ის სახელითაა ცნობილი, იუწყება CNN-ი.

კომბსი 2024 წლის სექტემბერში დააპატიმრეს და მას შემდეგ ბრუკლინის საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება. ივლისში ნაფიცმა მსაჯულებმა რეპერი დამნაშავედ ცნეს ადამიანების გადაყვანაში, მათი პროსტიტუციაში ჩართვის მიზნით. ამასთან, რეპერს მოუხსნეს უფრო სერიოზული ბრალდებები, რომლებიც ეხებოდა რეკეტს და ადამიანებით ვაჭრობას - რითაც მან თავი დააღწია სამუდამო პატიმრობის მისჯის საფრთხეს.

პროკურატურა ამტკიცებდა, რომ რეპერი 20 წლის განმავლობაში აიძულებდა თავის პარტნიორ ქალებს, მონაწილეობა მიეღოთ სექსუალური შინაარსის "წვეულებებში", სექს-სამუშაოში ჩართულ მამაკაცებთან. მოწმეები ლაპარაკობდნენ შანტაჟზე, მუქარებზე, ძალადობასა და მიმდინარე მოვლენების ვიდეოთი გადაღების შემთხვევებზე.

ადვოკატები აცხადებდნენ, რომ სექსუალური შინაარსის ქმედებები ხორციელდებოდა ორმხრივი თანხმობის საფუძველზე, ხოლო ბრალდებები იყო ეჭვიანობის და უწინდელი ურთიერთობების გადასინჯვის შედეგი.


352 - რა ქნა დიდიმ (და რა არ უქნია)
please wait

No media source currently available

0:00 1:21:18 0:00
გადმოწერა

ფორუმი

XS
SM
MD
LG