სცენაზე პაატა ბურჭულაძის გამოსვლას ელოდებიან - ის აქციაზე შეკრებილებს გეგმას გააცნობს - პირდაპირი ეთერი
ირაკლი კობახიძემ 18:00 საათზე ბრიფინგის შემდეგ ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ საპროტესტო დემონსტრაციის გარშემო მოვლენების განვითარების ორი თეორიული სცენარი არსებობს:
„ერთია, როცა მშვიდობიანად იმართება [დემონსტრაცია], ასეთ შემთხვევაში, შეიკრიბებიან, დაიშლებიან, ეს არის და ეს“, - თქვა მან.
„მეორე თეორიული სცენარია, როცა გადადიან ძალადობაზე, ცდილობენ შტურს ადმინისტრაციულ შენობებზე, იძალადონ პოლიციელებზე და ა.შ.. ასეთ შემთხვევაში მიიღებენ კანონისმიერ, პროპორციულ, მაგრამ მკაცრ პასუხს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცესკოს ინფორმაციით, 17:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე 1 175 817 (33,46%) ამომრჩეველი მივიდა
4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობს 12 პოლიტიკური პარტია
არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა ძირითადი ოპოზიციური პარტიების ნაწილმა. არჩევნების მეთვალყურეობაზე წელს პირველად თქვეს უარი ძირითადმა ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა. არჩევნებს არც ეუთოს მისია აკვირდება
პირდაპირი: საპროტესტო აქცია თავისუფლების მოედანზე
ფორუმი