14.23 - პოეტის ქმედება იყო სპონტანური სიმბოლური ჟესტი და მიუხედავად იმისა, რა ინტერპრეტაცია ექნება ზვიად რატიანის გაწნილ სილას პოლიციელისთვის, ან ვინმეს მიერ დამუნათებას იმსახურებს თუ არა სიმბოლური აქტი, ან რა ეტიმოლოგიური განმარტება შესაძლოა ჰქონდეს სილის გაწვნას - ამით არც ქმედების ინტენსივობა არ იცვლება და ქმედების მოტივაცია, რაც სისხლის სამართლის კოდექსის ენაზე იმას ნიშნავს, რომ ზვიად რატიანს დანაშაული არ ჩაუდენია. ზვიად რატიანის ქმედება იყო შესაძლოა იყო არაპოეტურიც — მაგრამ ამავდროულად არადანაშაულებრივი.
14.24 - ზვიად რატიანის ადვოკატების შემაჯამებელ სიტყავს დარბაზში ტაში მოჰყვა. მოსამართლემ მათ შენიშნა მისცა: "თეატრში არ ხართ", - თქვა მან.
14.24 - პროკურორი არ ეთანხმება ადვოკატებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სილის გაწნა არ იყო თავდასხმა და მოჰყავს საპირისპირო არგუმენტები.
14.28 - პროკურორი ამბობს, რომ დაზარალებული პოლიციელს თავს დაესხა მისი სამსახურებრივი საქმიანობის გამო და დანაშაულის კვალიფიკაციაც ამიტომ განისაზღვრა თავდასხმად.
ფორუმი