13.32 - ზვიად რატიანის სხდომა ნახევარსაათიანი დაგვიანებით იწყება. დარბაზი სავსეა. ადგილზე არაინ ადვოკატები, მოსამართლე და პროკურორიც.
13.33 - ზვიად რატიანს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა აცხადებს, რომ ზვიად რატიანმა ხელი გაარტყა დიდუბე-ჩუღურეთის სახაზო საპატრულო სამმართველოს უფროსს, თეიმურაზ მეშველაშვილს.
13.34 - ზვიად რატიანი დარბაზში შემოიყვანეს. ის ტრადიციულად დარბაზში მყოფებს მიესალმა.
13.35 - ზვიად რატიანი, წინა პროცესების მსგავსად, ფეხზე დგას.
ფორუმი