14.36 - პროკურორი გიორგი გოგალაძე აგრძელებს თავის საპასუხო სიტყვას და ამბობს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ზვიად რატიანმა ჩაიდინა სწორედ მითითებული მუხლით გათვალსიწიბებული დანაშაული და მის მიმართ განაჩენიც ამ წარდგენილი ბრალით უნდა იყოს გამოტანილი.
13.37 - ზვიად რატიანი რაღაცას წერს.
14.40 - ზვიად რატიანმა რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: ''პატიმრობა, ჩემივე „პროექტის“ ნაწილი იყო, თორემ, სულ მცირე, პარლამენტის ტერიტორიას მოვერიდებოდი, სადაც ამდენი კამერაა. მაგრამ თუ სასწორზე არაფერი დადე, მხოლოდ გულის მოფხანა გამოგივა და ეგ არ მაწყობდა. რადგან სილაზე უკეთური და ეფექტური ვერაფერი მოვიფიქრე, ეს საქმე დემონსტრაციულად, ხელისგულზე უნდა გამეკეთებინა, რაც ავტომატურად გულისხმობდა დაპატიმრებას''.
14.45 - ზვაიდ რატიანმა თქვა, რომ საბოლოო სიტყვას ის იტყვის შემდეგ სხდომაზე.
ფორუმი