14.21 - ადვოკატი ამბობს, რომ სილის გაწნა იმ სახის აგრესიულ და წინასწარგანზრახულ, დაგეგმილ და მოტივირებულ ქმედებად ვერ ჩაითვლება, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის - პოლიციელზე თავდასხმის - უკან მოიაზრება. თავდასხმად, რომელსაც კანონმდებელი იყენებს ყველაზე საშიში ძალადობრივი დანაშაულებისთვის, როგორიცაა ტერორიზმი.
14.20 - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის კონფრონტაციული გადაკვეთებისას სახელმწიფოს ტოლერირების მაღალი ვალდებულება გააჩნია. როცა ამგვარი აქტები შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში ხდება, ეს უკანასკნელი დაცვის უპირატესი უფლებით სარგებლობს მანამ, სანამ კონფორნტაციული მოქმედება ძალადობის გადამეტებულ ხარისხს არ მიაღწევს. თავისთავად სიმბოლური მნიშვნელობისა და უკიდურესად არაინტენსიური აქტები თავდასხმის ნორმატიულ შინაარსს ვერ დააფუძნებს. შესაბამისად, ამ ნორმის საფუძველზე ზვიად რატიანის სისხლის სამართლებრივი ბრალდება ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება სამართლისა და სასჯელის მიზნებს.
14.17 - ქართული საერთო სასამართლოების პრაქტიკის მიხედვით 353-ე პრიმა მუხლის დაფუძნებისთვის აუცილებელია აგრესიული და ინტენსიური თავდასხმითი აქტის განხორციელება შესაბამისი კონტექსტისა და გარემოებების არსებობისას. ამასთან, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მოტივს. კერძოდ, უნდა დგინდებოდეს პოლიციელზე (ან სხვა შესაბამის თანამდებობის პირზე) თავდასხმის თავისთავადი მიზანი, რაც, თავის მხრივ, ამ უკანასკნელის სამსახურებრივი მოვალეობის ხელშეშლას უნდა ემსახურებოდეს. როგორც სამეცნიერო ლიტერატურაში ერთხმადაა აღიარებული, პოლიციელზე თავდასხმის შეფასებისას გასათვალისწინებელია რიგი გარემოებები, მათ შორის ქმედების დაბალი ინტენსივობა, არადამაზიანებელი ბუნება და ვითარება რომელიც წინ უსწრებდა ქმედებას.
14.11 - მარიამ პატარიძე: პროკურორმა თავის სიტყვაში ყურადღება გაამახვილა აგრეთვე ზვიად რატიანის ქმედების მოტივზე და მიზანზე. პროკურორი დაბეჯითებით გვარწმუნებდა რომ სილის გაწვნა ზოგადად პოლიციის მიმართ სიძულვილის მოტივით იყო განპირობებული და ამ კონტექსტში მოწმეთა ჩვენებზეც გაამახვილა ყურადღება, სადაც მითითებულია, რომ ზვიად რატიანმა კომუნიკაციის დროს სილის გაწვნის გამო ციხეში დღემდე პატიმრობაში მყოფი ქალი, მზია ამაღლობელი ახსენა. ბრალდებულის მოტივაციის განსასაზღვრად ცხადია, მხოლოდ აღნიშნულზე მითითება სრულიად არარელევანტურია, რადგან არაერთხელ აღინიშნა, რომ ზ. რატიანიც ქცევა იყო სიმბოლური აქტის მოტივაციით განპირობებული და ზვიად რატიანს რომ სიძულვილი ამოძრავებდეს პოლიციის თანამშრომლების მიმართ, ამ სიძულვილის გამოხატვის უფრო მძიმე ფორმას აირჩევდა და არა უბრალო ალიყურს.
ფორუმი