Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზვიად რატიანის სასამართლო - ლაივბლოგი (02/10/2025)

თბილისის საქალაქო სასამართლოში ცნობილი ქართველი პოეტისა და მთარგმნელის, ზვიად რატიანის სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღეს დაცვის მხარე იტყვის დასკვნით სიტყვას პოეტ ზვიად რატიანის მიმართ წარდგენილ ბრალდებაზე.

14:10 2.10.2025

14.08 - ზვიად რატიანის ქმედებაში არ იყო საფრთხე — არც ფიზიკური და არც ინსტიტუციური;

ზვიად რატიანის მიერ მოქნეულ ხელს არ გამოუწვევია იმ ტიპის ტკივილი, რაც სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედების ხარისხს მიაღწევდა. ამასთანავე, საქმეში არ არის მტკიცებულებები, რომლებიც შესაძლებელს გახდიდა დაზარალებულისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენების მტკიცებას. ამ პირობებში თუ განაჩენი ბრალად წარდგენილი მუხლით დადგება, მივიღებთ რეალობას, როდესაც, განუჭვრეტელი მუხლის ფარგლებში, თავდასხმა დაყვანილია ტკივილის აღქმის სუბიექტურ განცდამდე, რაც კიდევ უფრო დიდ სივრცეს დატოვებს მუხლის მანიციპულაციური განმარტებისთვის.

არცერთი მტკიცებულებით, გარდა პროკურორის ვარაუდისა, არ დასტურდება რომ ეს სიმბოლური ქმედება გამოწვეული იყო დაზარალებულის სამსახურეობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე. არ არსებობს მტკიცებულება, რომ ქმედება მოტივირებული იყო სიძულვილით ან სამართალდამცველის საქმიანობის ხელშეშლის მიზნით.

14:08 2.10.2025

14.06 - ადვოკატ მარიამ პატარიძეს მოჰყავს არგუმენტები რატომ არ არის ზვიად რატიანის მიერ სილის გაწვნა სისხლის სამართლის დანაშაული.

14:05 2.10.2025

14.03 - ზვიად რატიანის ქმედებაში არ იყო საფრთხე — არც ფიზიკური და არც ინსტიტუციური;

ზვიად რატიანის მიერ მოქნეულ ხელს არ გამოუწვევია იმ ტიპის ტკივილი, რაც სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედების ხარისხს მიაღწევდა. ამასთანავე, საქმეში არ არის მტკიცებულებები, რომლებიც შესაძლებელს გახდიდა დაზარალებულისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენების მტკიცებას.

14:03 2.10.2025

14.03 - საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან არ დგინდება, რომ ზვიად რატიანის ქმედება პოლიციელზე თავდასხმის ნიშნებს შეიცავს. სილის გაწვნა, როგორც სპონტანური და სიმბოლური ჟესტი, არ განეკუთვნება იმგვარ აგრესიულ და საფრთხის შემცველ ქმედებას, რომელიც იწვევს მოულოდნელ და მძაფრ დაუცველობის განცდას და რომლებიც სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი თავდასხმის კატეგორიაში ხვდება.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG