Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზვიად რატიანის სასამართლო - ლაივბლოგი (02/10/2025)

თბილისის საქალაქო სასამართლოში ცნობილი ქართველი პოეტისა და მთარგმნელის, ზვიად რატიანის სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღეს დაცვის მხარე იტყვის დასკვნით სიტყვას პოეტ ზვიად რატიანის მიმართ წარდგენილ ბრალდებაზე.

13:55 2.10.2025

13.55 - ქეთი ჩუთლაშვილი: რატიანმა პოლიციის თანამშრომელს ერთხელ გააწნა სილა სახეში და მისი განზრახვა არ მოიცავდა თავდასხმის აქტს. ამასთან ზვიად რატიანის მიზანი არ ყოფილა პოლიციის თანამშრომლისთვის უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ხელშეშლა, მის მიზანი იყო სიმბოლური აქტის დაფიქსირება ზოგადად საპოლიციო სისტემის მიმართ და იმ საპოლიციო სისტემის მიმართ, რომელიც 2024 წლის 29 ნოემბრიდან ძალადობდა საკუთარ მოქალაქეებზე და არცერთი მათგანი (მიუხედავად პოლიციის მხრიდან გამოვლენილი უკიდურესაც მძიმე ძალადობისა) არ არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული.

13:51 2.10.2025

13.52 - სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მხოლოდდამხოლოდ ის ფაქტი, რომ პირმა პოლიციის თანამშრომელს სხეულზე დააარტყა ავტომატურად არ იწვევს მის ბრალდებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულში და უნდა დასტურდებოდეს პირის განზრახვა-განახორციელოს თავდასხმა და მისი გაზრახვა უნდა მოიცავდეს თავდასხმის ყველა ელემენტს. ამასთან, პირის ქმედების მიზანი უნდა პოლიციის საქმიანობისთვის ხელშეშლა.

13:49 2.10.2025

13.48 - ამ დანაშაულის მიზანი სამართლებრივი სიკეთის - პოლიციელის კანონიერი უფლებამოსილების განხორციელების - დაცვაა. ამ შემთხვევაში, სილის გაწნას პოლიციელის უფლებამოსილების განხორციელებისთვის დაბრკოლება არ შეუქმნია.

13:48 2.10.2025

13.45. - ქეთი ჩუთლაშვილი აგრძელებს დასკვნითი სიტყვის კითხვას და ამბობს: დაზარალებულის და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით დასტურდება, რომ ზვიად რატიანმა მარჯვენა ხელით, ერთჯერადად დაარტყა თ. მეშველაშვილს სახის მარცხენა ნაწილში. საქმეზე წარმოდგენილი ვიდეომასალით დასტურდება და ყველასთვის აღქმადია, რომ ბრალდებულის ხელი ფაქტობრივად სანახევროდ, არცთუ ისე ძლიერად ეხება დაზარალებულს სახის არეზე, რაზეც თავად დაზარალებულის რეაქციაც ადასტურებს. დაზარალებული არც წაბარბაცებულა, არც ძირს დაცემულა და არც რაიმე სახის დაზიანება მიუღია.

რაც შეეხება დაზარალებულის მითითებას, რომ ბრალდებულის ქმედების შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, მიუხედავად იმისა რომ ობიექტურად საკმაოდ რთულია სახის არეში ერთჯერადი დარტყმა ძლიერი ტკივილის გამომწვევ გარემოებად შეფასდეს, კიდევ უფრო რთულია აღნიშნული ქმედების თავდასხმად იდენტიფიცირება სისხლის სამართლის მიზნებისთვის და დაზარალებულის მითითება განცდილ ტკივილზე ვერ გამოდგება იმის დასადასტურებლად რომ ბრალდებულმა ჩაიდინა თავდასხმა.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ზვიად რატიანის ქმედება- პოლიციელისთვის ერთჯერადად, დაბალი ინტესივობით, სილის გაწვნა არ შეიძლება შეფასდეს თავდასხმად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის დამაფუძნებელ გარემოებად.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG