20:46 - ომარ ფურცელაძე პროკურორს სთხოვს მოსამართლე განუმარტოს, რა განსხვავებაა ამ ორ ბრალდებულს შორის: გელა ხასაიასა და ვასილ ქერდოყიშვილს შორის.
ფურცელაძე თავადვე პასუხობს დასმულ კითხვას: „მას გაუგზავნეთ უწყება გამოკითხვაზე დაბარების შესახებ, ის აღიარებს დანაშაულს. გელა ხასაია არათუ არ აღიარებს, შემხებლობა არ აქვს მაგ საქმესთან“.
20:51 - ადვოკატი ომარ ფურცელაზე იმის დასამტკიცებლად, რომ გელა ხასაიას დაკავების დრო არასწორად არის მითითებული, კითხულობს პროკურატურის პრესსამსახურის გავრცელებული განცხადების იმ ფრაგმენტს, რომელშიც ბრალდებულის დაკავების დროდ 29 სექტემბერია მითითებული.
პროკურორი ამბობს, რომ სწორია ის ინფორმაცია, რაც საქმეში დევს - დაკავების თარიღია 30 სექტემბერი.
20:56 - პროკურორმა წაიკითხა ბრალის შინაარსი, რომლის მიხედვითაც გელა ხასაიამ და ვასილ ქერდოყიშვილმა იძალადეს დაზარალებულზე, ურტყეს ფეხები, რა დროსაც მას მოტყდა მაჯა.
20:57 - პროკურატურა გელა ხასაიას წინააღმდეგ მოითხოვს პატიმრობის გამოყენებას:
„საფრთხეების აღსაკვეთად ერთადერთი აღკვეთის ღონისძება, რომელიც უზრუნველყოფს ამ საფრთხეების განეიტრალებას, ვშუამდგომლობთ, გამოყენებული უნდა იყოს პატიმრობა“.
ფორუმი