21:05 - ადვოკატი ომარ ფურცელაძე ამბობს, რომ 1 სექტემბერს მომხდარი დანაშაულის ამსახველი ვიდეოკადრები გამომძიებლებმა გამოითხოვეს 30 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც გელა ხასაია დააკავეს.
„ვიდეოკამერის ჩანაწერები, რომელიც რთულად ექვემდებარება მანიპულაციას, აჩვენებდა, რომ მოცემული ჩვენებები არის არასწორი“...
„საქმეში არსებობდა შესაძლებლობა, გამოძიებას მოეპოვებინა ნეიტრალური მტკიცებულებები. ის გამოძიებამ არ მოიპოვა იმის გამო, რომ მასში გელა ხასაიას დანაშაულის ჩადენა გამოირიცხებოდა“.
ომარ ფურცელაძემ სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ გელა ხასაია დაკავებულია მოწმეების ჩვენებით, რომელთა შორის ერთ-ერთმა ვერ გაიხსენა, რომ მისი სიძე - ცოლის ძმა იყო ვასილ ქერდოყიშვილი, რომელც ხასაიასთან ერთად არის საქმეში ბრალდებული.
21:30 - გელა ხასაიას პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ გამოაცხადა.
ფორუმი