20:05 - სხდომათა დარბაზი შეივსო. დარბაზში შემოიყვანეს გელა ხასაია. ის ახლა ადვოკატებს ესაუბრება.
ხასაის უფლებებს იცავენ ადვოკატები: ომარ ფურცელაძე და ირაკლი ჩომახაშვილი იცავენ. ისინი იყვნენ პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა ინტერესებსაც.
20:07 - სხდომათა დარბაზში შემოდის მოსამართლე ნანა შამათავა. სწორედ მას დაეწერა გელა ხასაიას საქმე განსახილველად.
20:09 - სახელმწიფო ბრალდებას, პროკურატურას წარმოადგენს პროკურორი მარიამ წულაია.
20:11 - მოსამართლე ნანა შამათავა დეტალურ კითხვებს უსვამს გელა ხასაიას:
ოჯახური მდგომარეობა?
- „დაუოჯახებელი“ - პასუხობს ხასაია.
- „დასაოჯახებელი“ - უსწორებს მოსამართლე.
- „მომავალში შეიძლება“ - რეპლიკას უბრუნებს ხასაია.
ფორუმი