20:27 - ადვოკატი ომარ ფურცელაძე ამბობს, რომ პროკურომა ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, რადგან გელა ხასაია გამოკითხვის ოქმში უთითებს, რომ პრეტენზიებზე ისაუბრებდა სასამართლო სხდომაზე.
20:28 - ადვოკატი ომარ ფურცელაძე ცდილობს დაადგინოს გელა ხასაიას პოლიციაში მიყვანის დეტალები:
ადვოკატი ომარ ფურცელაძე: ვინ მიიყვანა გელა ხასაია პოლიციის განყოფილებაში;
პროკურორი მარიამ წულაია: თავად გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში.
პროკურორი დასძენს: „კომუნიკაცია განხორციელდა გამომძიებლის მხრიდან... [თუ როგორ] მოვა გამომძიებელი და თავად დაუსვით კითხვა“.
ადვოკატი: მე რომ ამოვიღო კამერების ჩანაწერები, იქ ვერ ვნახავ გელა ხასაიას, როგორ სვამენ პოლიციის მანქანაში გადაყვანის მიზნით?
პროკურორი: რომელი კამერებიც გინდათ ის ამოიღეთ. ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება შეგიძლიათ... ჯერ ამოიღეთ კამერის ჩანაწერები და მერე ვისაუბროთ...
20:38 - სხდომაზე გაირკვა, რომ გელა ხასაიასთან ერთად დაკავებულია ვასილ ქერდოყიშვილი. ამ სხდომაზე მხოლოდ ხასაიას აღკვეთის ღონისძიება განიხილება.
20:42 - პროკურორი მარიამ წულაია ამტკიცებს, რომ გელა ხასაია ნებაყოფლობით მივიდა გამოკითხვაზე და ამისთვის გამომძიებელმა დაიბარა. ადვოკატები ომარ ფურცელაძე და ირაკლი ჩომახაშვილი უშედეგოდ ცდილობდნენ გაეგოთ, კონკრეტულმა რომელმა გამომძიებელმა დაიბარა ის გამოკითხვაზე.
„ნამდვილად არ მახსოვს, რომელმა გამომძიებელმა ჩამაყენა საქმის კურსში გელა ხასაიას გამოკითხვაზე დაბარების შესახებ“, - თქვა პროკურორმა.
ფორუმი