Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გელა ხასიას სასამართლო - ლაივბლოგი 01.10.2025

„გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრს, გელა ხასაიასა და მასთან ერთად დაკავებულ ერთ ადამიანს ბრალი დამძიმებული მუხლით წაუყენეს. მათ განზრახ მსუბუქი დაზიანების ნაცვლად განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას ედავებიან.

21:03 1.10.2025

20:56 - პროკურორმა წაიკითხა ბრალის შინაარსი, რომლის მიხედვითაც გელა ხასაიამ და ვასილ ქერდოყიშვილმა იძალადეს დაზარალებულზე, ურტყეს ფეხები, რა დროსაც მას მოტყდა მაჯა.

21:02 1.10.2025

20:51 - ადვოკატი ომარ ფურცელაზე იმის დასამტკიცებლად, რომ გელა ხასაიას დაკავების დრო არასწორად არის მითითებული, კითხულობს პროკურატურის პრესსამსახურის გავრცელებული განცხადების იმ ფრაგმენტს, რომელშიც ბრალდებულის დაკავების დროდ 29 სექტემბერია მითითებული.

პროკურორი ამბობს, რომ სწორია ის ინფორმაცია, რაც საქმეში დევს - დაკავების თარიღია 30 სექტემბერი.

20:54 1.10.2025

20:46 - ომარ ფურცელაძე პროკურორს სთხოვს მოსამართლე განუმარტოს, რა განსხვავებაა ამ ორ ბრალდებულს შორის: გელა ხასაიასა და ვასილ ქერდოყიშვილს შორის.

ფურცელაძე თავადვე პასუხობს დასმულ კითხვას: „მას გაუგზავნეთ უწყება გამოკითხვაზე დაბარების შესახებ, ის აღიარებს დანაშაულს. გელა ხასაია არათუ არ აღიარებს, შემხებლობა არ აქვს მაგ საქმესთან“.

20:46 1.10.2025

20:42 - პროკურორი მარიამ წულაია ამტკიცებს, რომ გელა ხასაია ნებაყოფლობით მივიდა გამოკითხვაზე და ამისთვის გამომძიებელმა დაიბარა. ადვოკატები ომარ ფურცელაძე და ირაკლი ჩომახაშვილი უშედეგოდ ცდილობდნენ გაეგოთ, კონკრეტულმა რომელმა გამომძიებელმა დაიბარა ის გამოკითხვაზე.

„ნამდვილად არ მახსოვს, რომელმა გამომძიებელმა ჩამაყენა საქმის კურსში გელა ხასაიას გამოკითხვაზე დაბარების შესახებ“, - თქვა პროკურორმა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG