Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გელა ხასიას სასამართლო - ლაივბლოგი 01.10.2025

„გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრს, გელა ხასაიასა და მასთან ერთად დაკავებულ ერთ ადამიანს ბრალი დამძიმებული მუხლით წაუყენეს. მათ განზრახ მსუბუქი დაზიანების ნაცვლად განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას ედავებიან.

20:42 1.10.2025

20:38 - სხდომაზე გაირკვა, რომ გელა ხასაიასთან ერთად დაკავებულია ვასილ ქერდოყიშვილი. ამ სხდომაზე მხოლოდ ხასაიას აღკვეთის ღონისძიება განიხილება.

20:34 1.10.2025

20:28 - ადვოკატი ომარ ფურცელაძე ცდილობს დაადგინოს გელა ხასაიას პოლიციაში მიყვანის დეტალები:

ადვოკატი ომარ ფურცელაძე: ვინ მიიყვანა გელა ხასაია პოლიციის განყოფილებაში;

პროკურორი მარიამ წულაია: თავად გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში.

პროკურორი დასძენს: „კომუნიკაცია განხორციელდა გამომძიებლის მხრიდან... [თუ როგორ] მოვა გამომძიებელი და თავად დაუსვით კითხვა“.

ადვოკატი: მე რომ ამოვიღო კამერების ჩანაწერები, იქ ვერ ვნახავ გელა ხასაიას, როგორ სვამენ პოლიციის მანქანაში გადაყვანის მიზნით?

პროკურორი: რომელი კამერებიც გინდათ ის ამოიღეთ. ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება შეგიძლიათ... ჯერ ამოიღეთ კამერის ჩანაწერები და მერე ვისაუბროთ...

20:34 1.10.2025

20:27 - ადვოკატი ომარ ფურცელაძე ამბობს, რომ პროკურომა ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, რადგან გელა ხასაია გამოკითხვის ოქმში უთითებს, რომ პრეტენზიებზე ისაუბრებდა სასამართლო სხდომაზე.

20:29 1.10.2025

20:23 - გელა ხასაიას წამოყენებულ საკითხებზე პასუხის გაცემას იწყებს პროკურორი მარიამ წულაია. მისი თქმით, დაკავება არ მომხდარა იმ დროს, რაზეც ხასაია მიუთითებს.

„ახლა გაკეთებული განმარტებები ემსახურება პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას... მან გამოკითხვის ოქმს ხელი მოაწერა, პრეტენზია არ დაუფიქსირებია. საპროცესო ნორმები არ დარღვეულა...

გამოკითხვის შემდეგ მისი დაკავება მოხდა. როცა გააცნობიერა, ხელი არ მოაწერა დაკავების ოქმს.“

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG