20:15 გელა ხასაია იწყებს თხრობას, რა მოხდა 29 სექტემბრის ღამეს, როცა ის დააკავეს:
„აქციიდან წამოვედი დაახლოებით 22:15 საათზე, ჩავედი მეტროში და ამოვედი ჩემს სახლთან, დადიანის ქუჩაზე მდებარე მეტროსთან. შევედი მაღაზიაში. გამოვედი და დავინახე „შკოდა“, უცბად თავი ჩავღუნე და რომ ამოვიხედე, უცბად, დავინახე რამდენიმე ადამიანი.
დაიწყეს ჩემი დაკავება. ვცდილობდი ტელეფონის დაბლოკვას - როგორც კი დავბლოკე, წინააღმდეგობას აღარ ვუწევდი. აზრი არ ჰქონდა.
დამკავებელთა შორის ერთი ნაცნობი პოლიციელი იყო. ხშირად მინახავს აქციებზე. მთელი გზა მიმეორებდა, ვიცი, რაც დააშავეო, დაგპირდი და დაგიჭირეო.
მარჯანიშვილზე [აღმაშენებლის გამზირზე] მდებარე პოლიციაში მიმიყვანეს. ორჯერ გამჩხრიკეს - გაჩხრეკაში ვგულისხმობდი მთლიანად გაშიშვლებას. პირველად მეგონა, რომ დასრულდა, თუმცა 20 წუთში კვლავ გამაშიშვლეს.
მიხსენებდნენ მზია ამაღლობელსა და ჩემს მეგობარს საბა სხვიტარიძეს, რომელიც ასევე რეჟიმის მსხვერპლია. მეუბნებოდნენ, რომ ძმაკაცები მოძალადეები ვართ“...
20:14 - გელა ხასაია ჰყვება დაკავების დროს არსებულ პრობლემებზე:
„დაკავების დრო არის არასწორად მითითებული. დაკავება მოხდა მაშინვე, როგორც კი მოვიდნენ. წამიყვანეს „გამოკითხვაზე“. თუმცა გამოკითხვა ნებაყოფლობითია - ჩემთვის არავის უკითხავს, მინდოდა თუ არა გამოკითხვაზე წასვლა“.
20:12 - მოსამართლე ნანა შამათავამ რამდენჯერმე მიმართ გელა ხასაიას და უთხრა, რომ შეეძლო დამჯდარიყო.
„არა, ასე მირჩევნია“, - უპასუხა აქტივისტმა, რომელიც ბრალდებულისთვის განკუთვნილ შემინულ სივრცეშია.
20:11 - მოსამართლე ნანა შამათავა დეტალურ კითხვებს უსვამს გელა ხასაიას:
ოჯახური მდგომარეობა?
- „დაუოჯახებელი“ - პასუხობს ხასაია.
- „დასაოჯახებელი“ - უსწორებს მოსამართლე.
- „მომავალში შეიძლება“ - რეპლიკას უბრუნებს ხასაია.
ფორუმი