Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ პირველად დაარტყეს რუსულ ამფიბიებს ბე-12


საილუსტრაციო ფოტო. რუსეთის არმიის თვითმფრინავი ბე-12
საილუსტრაციო ფოტო. რუსეთის არმიის თვითმფრინავი ბე-12

უკრაინის სამხედრო დაზვერვა ირწმუნება, რომ პირველად დაარტყეს რუსეთის არმიის ბე-12 „ჩაიკას“ ტიპის თვითმფრინავ ამფიბიებს. ეს თვითმფრინავები წყალქვეშა ნავებთან საბრძოლველად გამოიყენება.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ სოციალური ქსელებით დღეს, 22 სექტემბერს, დილით გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალური ქვედანაყოფის, „მოჩვენებების“ „ოსტატებმა“ დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე „დაიჭირეს“ ორი ბე-12 და ისტორიაში პირველად დაარტყეს.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანახმად, ძვირადღირებული დანადგარებით აღჭურვილ ამ თვითმფრინავებთან ერთად ყირიმში დაარტყეს მი-8 ტიპის კიდევ ერთ რუსულ ვერტმფრენს. სამხედრო დაზვერვა ოპერაციის დეტალებს არ აკონკრეტებს.

ერთი დღით ადრე, 21 სექტემბერს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ანექსირებულ ყირიმში მი-8 ტიპის სამი რუსული ვერტმფრენის განადგურების შესახებ იუწყებოდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ყირიმში თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების განადგურების შესახებ არაფერი უთქვამს.




ფორუმი

XS
SM
MD
LG