Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანტონ ჩეჩინის საქმე - ლაივბლოგი (02/09/2025)

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ანტონ ჩეჩინი დღეს საბოლოო სიტყვას იტყვის, მხარეები ელიან, რომ განაჩენი დღესვე გამოცხადდება... ანტონ ჩეჩინს სურს სიტყვა ინგლისურად წარმოთქვას, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მას პირობა მისცა, რომ ინგლისური ენის თარჯიმნით უზრუნველყოფს

11:16

11:10 - „თავს ვერ წევთ მოსამართლე, შეგვრცხვებათ მაგ გადაწყვეტილების", - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი და სხდომას ტოვებს....

კაციჭამიებო - ისმის დარბაზში, მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია ანტონ ჩეჩინის ცოლი.

სხდომა დასრულდა

11:10

11:09 - მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ანტონ ჩეჩინი დამნაშავედ ცნო და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 წლით და ექვსი თვის ვადით.

10:44

10:43 - ანტონ ჩეჩინის საბოლოო სიტყვა:

„ჩემი დასკვნითი სიტყვის წინ მე მინდა შევთავაზო პროკურატურას, რომ წამოვიდეს სამშვიდობი გადაწყვეტილებაზე და უარი თქვას ჩემს ბრალდებაზე, გამომდინარე იქიდან, რომ არანაირი კომპენსაცია არ შეცვლის იმ დროს, რომელიც გავატარე ციხეში, ჩემს მეუღლესთან და მშობლებთან დაშორება...

ჩემი ბრძოლა იქნება იქამდე, სანამ არ გამამართლებენ, ხუთი სისხლის სამართლის საქმე აქციებთან და ნარკოტიკებთან დაკავშირებული, ორი უკვე გამართლებულია..."

[არ ისმის რს თარგმნის თარჯიმანი]

„ჩვენ ყოველთვის ვიბრძოლებთ და ვიბრძვით დაპატიმრებულებისთვის.... ვითხოვთ დაუბრუნოთ მათ სიყვარულის უფლება, უფრო მეტი დრო და საშუალება ჰქონდეთ, რომ შეხვდნენ მათ ვინც უყვართ.

28 აგვისტოს იყო წმინდა მარიამის მიძინების დღესასწაული, მე იმედი მქონდა, რომ ამ დღეს ვიქნებოდი სახლში და მონაწილეობას მივიღებდი ძველ ქართულ წესში... მინდა მივიდე მათთან [პატიმრებს გულისხმობს] ვნახო ვინც არიან პენიტენციურ დაწესებულებაში, მივიტანო წიგნები, დავწერო წერილები, ეს ძალიან აუცილებელია მათთვის, ვინც იქ არიან. პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ, ისევე როგორც ყველა უსამართლოდ მსჯავრდებული... 9 თვის განმავლობაში მე ვერ ვპოულობდი ჩემს ადგილს, რომ დავამტკიცო ჩემი უდანაშაულობა.

„საქართველოში მმართველი პარტია არასტაბილურ ვითარებაში და მათ რეპრესიების გადაწყვეტილება მიიღეს, რაზეც მოწმობს დღევანდლეი მდგომარეობა, რაც გამოიხატა ნარკოტიკების ჩადებაში, ეს პრაქტიკა გავრცელებულია სხა ქვეყნებშიც, სამწუხაროდ საქართველოშიც"

[შეიძლება ითქვას, რომ თარჯიმანი ნაწილობრივ თარგმნის სიტყვას, ტოვებს მომენტებს... ვერ პოულობს შესაბამის ქართულ სიტყვებს და დარბაზიდან ეხმარებიან.. წინადადებები დასრულებული არაა, შინაარსი დამაბნეველია - რ.თ]

ანტონ ჩეჩინის თქმით, 20-მე ქვეყნის საელჩოში გააგზავნა დახმარების თხოვნით წერილები, მათ შორის მიწერა არასამთავრობოებს და ჟურნალისტებს:

„იმ შემთხვევაში თუ მე გამომიტანენ გამამტყუნებელ განაჩენს, მე გავაგრძელებ ბრძოლას, სხვა ორგანიზაციების დახმარებით იმიტომ, რომ ჩემი უფლებები ირღვევა ციხეში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში იყო შეტანილი რამოდენიმე საჩივარი, რომლის გამოძიება არ ხდება იმიტომ, რომ მას ხელმძღვანელობს პროკურატურა, რომელიც ჩემს წინააღმდეგაა განწყობილი, მარტო იმიტომ კი არა, რომ მე ვარ ბრალებული, იმის გამოც, რომ მე გამოვდიოდ პრორუსული მთავრობის წინააღმდეგ".

ანტონ ჩეჩინი ამბობს, რომ მის სასამართლოს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ ხოლმე.

ჩეჩინი განუკითხაობასა და უკანონობას უწოდებს სამართალდამცველების მოქმედებებს. მისი თქმით, როცა ნარკოტიკი ამოუღეს ეს იყო მოულოდნელობა, რადგან არანაირ კავშირში არ იყო ნარკოტიკებთან

„ეს იყო იმისთვის, რომ დამამცირონ და შემაშინონ, ზეწოლა მოახდინონ ჩემზე...".

ანტონ ჩეჩინი მიმოიხილავს დაკავებისა და ჩხრეკის დროს მისი უფლებების დარღვევის ეპიზოდებს, რომელზეც დეტალურად დაკითხვისას ისაუბრა.

წაიკითხეთ აქ:

10:44

10:41 - მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია ჩამოვიდა, სხდომა გაიხსნა. შემოიყვანეს ნარკოდანაშაულში ბრალდებული, ანტონ ჩეჩინი.

10:41 - მოსამართლე ეკითხება ანტონ ჩეჩინს, ორივე თარჯიმანია მოსული რუსულის და ინგლისურის, წინა სხდომაზე თქვით, რომ ინგლისურად გსურდათ საუბარი და როგორ გირჩევნიათო.

ანტონ ჩეჩინი ამბობს, რომ თავის სიტყვას რუსულად წარმოთქვამს. ის გამოდის ტრიბუნასთან, მის გვერდით დგება თარჯიმანი, უკან ორი მანდატური.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG