10:31 - დამწრეებისთვის სხდომათა დარბაზი გაიხსნა. პროცესი 10:30-ზეა ჩანიშნული.
10:32 - პროკურორი შმაგი გობეჯიშვილი სხდომათა დარბაზში ალტერნატიული გზით შევიდა ანუ სასამართლოს დერეფანი, რომელიც დამსწრეებით იყო სავსე არ გაუვლია, მანდატურებმა მე-14 დარბაზიდან გამოიყვანეს და მე-15-ში შეიყვანეს.
10:34 - სხდომათა დარბაზში ერთდროულად 13 მანდატური დგას, მოსალოდნელია, რომ დღეს ჯვებე ნაჭყებია ანტონ ჩეჩინის საბოლოო სიტყვის მოსმენის შემდეგ განაჩენს გამოაცხადებს.
10:41 - მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია ჩამოვიდა, სხდომა გაიხსნა. შემოიყვანეს ნარკოდანაშაულში ბრალდებული, ანტონ ჩეჩინი.
10:41 - მოსამართლე ეკითხება ანტონ ჩეჩინს, ორივე თარჯიმანია მოსული რუსულის და ინგლისურის, წინა სხდომაზე თქვით, რომ ინგლისურად გსურდათ საუბარი და როგორ გირჩევნიათო.
ანტონ ჩეჩინი ამბობს, რომ თავის სიტყვას რუსულად წარმოთქვამს. ის გამოდის ტრიბუნასთან, მის გვერდით დგება თარჯიმანი, უკან ორი მანდატური.
ფორუმი