"პროფესიონალი, პატრიოტი და ქალაქზე შეყვარებული ადამიანები", - ასე დაახასიათა კალაძემ თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები. 20-კაციანი სია, რომელიც მან დღეს "ქართული ოცნების" ოფისში წარადგინა, ასე გამოიყურება:
- შალვა სუთიაშვილი - მორაგბე, ეროვნული ნაკრების კაპიტანი. კალაძემ წარდგენისას ხაზი გაუსვა იმას, რომ არის ოთხი შვილის მამა, რომელმაც საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება ერთი წლის წინ მიიღო;
- თინათინ ნიბლოშვილი - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე;
- ბექა დავითულიანი - პარლამენტის ყოფილი წევრი, საკრებულოს ყოფილი წევრი, განათლების მინისტრის მოქმედი მოადგილე;
- გურამ ნიკოლაშვილი - ისტორიკოსი და საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი;
- ნიკოლოზ კახეთელიძე - საკრებულოს წევრი 2021 წლიდან;
- ნინო ვარდოსანიძე - საკრებულოს წევრი 2021 წლიდან, აქვს საქართველოს პარლამენტში მუშაობის გამოცდილებაც;
- ავთანდილ ცინცაძე - მსოფლიო ჩემპიონი სამბოში, საკრებულოს წევრი 2021 წლიდან;
- კონსტანტინე ზარნაძე - თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გლდანიდან;
- ბექა ოდიშარია - ყოფილი პარლამენტარი;
- ოთარ ჩრდილელი - ყოფილი პარლამენტარი;
- გიორგი ხუროძე - ფინანსისტი;
- კახა ბერაძე - ეკონომისტი;
- ლევან არველაძე - საკრებულოს დეპუტატი;
- ლევან აბაშიძე - განათლების სამინისტროში მანდატურის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის აპარატის უფროსი, თბილისის საკრებულოს მოქმედი წევრი;
- ალექსანდრე მუკათარიძე - "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი;
- ნოდარ ბოკერია - საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენელი გაეროში;
- მარიამ გრიგოლიშვილი - პარლამენტში "ქართული ოცნების" ფრაქციის აპარატის თანამშრომელი;
- ლუკა ძაძამია - სამართალმცოდნე;
- ქეთევან ჭავჭანიძე - ჟურნალისტი, პოეტი, ლექსების კრებულის ავტორი, ჩუღურეთის რაიონში "ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე.
- ლალი კოლომიკოვი - ფილოლოგი, საჯარო მმართველობის მაგისტრი.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება - ოპოზიციური პარტიების უმეტესობა ამ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.
ფორუმი