Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიდნეიში რუსეთის საკონსულოს ჭიშკარი ავტომობილით შეანგრიეს


ავსტრალიის ქალაქ სიდნეის პოლიციას შემთხვევის ადგილიდან გაჰყავს ავტომობილი, რომლის მძღოლმაც რუსეთის საკონსულოს ჭიშკარი შეანგრია
ავსტრალიის ქალაქ სიდნეის პოლიციას შემთხვევის ადგილიდან გაჰყავს ავტომობილი, რომლის მძღოლმაც რუსეთის საკონსულოს ჭიშკარი შეანგრია

ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში 39 წლის მამაკაცი ავტომობილით შეეჯახა რუსეთის საკონსულოს ტერიტორიის ჭიშკარს. დღეს, 1 სექტემბერს მომხდარი ინციდენტის შესახებ ავსტრალიური მედიაკომპანია ABC იუწყება.

პოლიციამ დილით მიიღო შეტყობინება საკონსულოს შენობასთან თეთრი ფერის, საეჭვო ავტომობილის შესახებ. ადგილზე მისულმა პოლიციელებმა სცადეს მძღოლთან გასაუბრება, თუმცა მან ავტომანქანა დაქოქა და საკონსულოს ჭიშკარი შეანგრია. 39 წლის მძღოლი ამის შემდეგ დააკავეს. დაშავებულია ერთი პოლიციელი.

ინციდენტის გარემოებების დასადგენად დაწყებულ გამოძიებაში ადგილობრივთან ერთად ავსტრალიის ფედერალური პოლიციაც ჩაერთო.

სიდნეიში რუსეთის საკონსულოს ტელეგრამ-არხზე 1 სექტემბერს გამოქვეყნებული ცნობით, თანამშრომლებიდან არავინ დაშავებულა და საკონსულო მუშაობას განაგრძობს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG