ბესელია ამბობს, რომ მას სურს სასამართლო, რომელსაც დირექტივას ვერავინ მისცემს. მას არ ესმის „როგორ უნდა იმუშაოს სახელმწიფომ, როცა სასამართლო გავლენის ქვეშაა".
„თქვენთან რაღაც დამაბარეს და უნდა წაგიკითხოთო", - მიმართავს ბესელია მოსამართლეს. ის ამბობს, რომ ბავშვებისა და ხანდაზმულების ხმა და სიტყვები მოიტანა. მათ დაწერეს ლექსი ანდრო ჭიჭინაძეზე სახელად - კურნავს სიცილით.
ეს ლექცი ბოლო #26-ე არგუმენტია. ლექსი ასე ჟღერს:
ანდრო ჭიჭინაძეს
გააღეთ საკანი. ის გველოდება.
სეანსი გვაქვს ჩანიშნული.
კურნავს სიცილით.
მე ლიზი ვარ, რვა წლის, დიაგნოზით - ლეიკემია.
მან ჩემი თეთრი უჯრედები ამოავსოს უნდა სიცილით.
მე მელისა ვარ, შვიდი წლის, მან დამაჯერა, რომ
სიცილი დაამარცხებს დაავადებას.
მართა ბებო ვარ, მოხუცებულთა თავშესაფრიდან.
ჩვენს მარტოობას ანუგეშებს მისი სიცილი.
გააღეთ კარი. მელოდებიან.
მოსამართლემ აიცილა მისი სიცილი,
პროკურორმა აიცილა მისი სიცილი,
ცრუ მოწმეებმაც აიცილეს მისი სიცილი
ერთხმად დათანხმდნენ უკურნებელ ავადმყოფობას.
სიცილი მაინც გამოძვრება ყველა საკნიდან,
სიმართლე მაინც გამოძვრება ყველა საკნიდან,
არ დამარცხდება.
ბესელია: „არა, ვერ დამარცხება სამართალი! თქვენ ნუ დაამარცხებთ საკუთარ თავს და თავისუფლებას.
მოერიეთ ამ წინაღობებს, რომელიც არაფერია მარადიულ ღირებულებებთან პირისპირ.
მადლობა ყველას ვინც იცავს სამართლიანობას!
ზუსტად ვიცი მალე დადგება ყველასთვის სამართალი, მას ვერაფერი გააჩერებს!"
ეკა ბესელიამ დასკვნითი სიტყვა დაასრულა. დარბაზში დასმწრეების ნაწილი ტირის, ნაწილს თვალები ცრემლიანი აქვს.
ამ საქმეზე სხდომა 29 აგვისტოს იყო დანიშნული, თუმცა გუშინ ეს დღე უქმედ გამოცხადდა, ნინო გალუსტაშვილი სხდომას მაინც ატარებს.
„თუ შემადგენლობა მუშაობს, ჩვენ მოვალთ და ვიმუშავებთ, თუ ჩვენ უნდა მოვიდეთ ცარიელ სასამართლოში თქვენთან, არ მოვალთ", - ამბობს ადვოკატი, ნათია კორკოტაძე.
მოსამართლე ამბობს, რომ სხდომა ტარდება და რა აზრი აქვს ვინ ატარებს. თუ რომელიმე ადვოკატი არ მოვა, ჩავთვლი, რომ მათ დასკვნითი სიტყვის თქმა არ სურთო.
გამოცხადდა ნახევარსაათიანი შესვენება.
13:43 - სხდომა ლუკა ჯაბუას ადვოკატის, რუსუდან აგურაშვილის დასკვნითი სიტყვით განახლდა.
ფორუმი