ადვოკატი მადლობას უხდის ლუკა ჯაბუას და ამბობს, რომ ამაყია ამ საქმეზე მის ინტერესებს რომ წარმოადგენს.
ადვოკატი ამბობს, რომ უნდა გააანალიზოს სავარაუდო ქმედება და ის თუ რამდენად ჯდება ეს ქმედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლში, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენჯერ აქვს უკვე მოსმენილი მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს მუხლის შინაარსი.
ის მოიხმობს სააპელაციო სასამართლოს პრაქტიკას და ამბობს, რომ „ამის გათვალისწინებით სისხლის სამართლის საქმეში ბრალდების მხარეს უნდა დაემტკიცებინა, არა მხოლოდ ვინმე ორგანიზატორის არსებობა-არარსებობის საკითხი, არამედ უტყუარად უნდა დაედასტურებინა და ბრალდების მხარეს უნდა წარმოედგინა მტკიცებულება, რომ ლუკა ჯაბუა ასრულებდა კონკრეტულად ამ ორგანიზატორი პიროვნების მიერ დაგეგმილ მოქმედებას".
სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 16 იანვრის განაჩენში ნათქვამია, რომ ”ჯგუფური ძლადობის ორგანიზება გამოიხატება არეულობის ადგილის შერჩევაში, მასობრივი არეულობის ჩადენის დროისა და მისი ჩადენის ხერხის განსაზღვრაში, პირთა ჯგუფის თავმოყრაში ამ ადგილას და სხვა.
ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა, კი შეიძლება გამოიხატოს არეულობის დროს ჯგუფისათვის მითითების მიცემაში, თუ კონკრეტულად რა ქმედება ჩაიდინონ მათ, მოწოდებაში არ შეწყვიტონ ძალადობა და ა.შ”
ადვოკატს ეს დასაბუთება გადმოაქვს თავის დასკვნით სიტყვაში და ამბობს, რომ მოსამართლემ სწორედ ზემოთ თქმულ საკითხებს უნდა გასცეს პასუხი.
ფორუმი