ადვოკატი ყველაზე დიდი დროით ამნესტი ინტერნეიშენალის გუშინ გამოქვეყნებულ დასკვნაზე შეყოვნდა. დასკვნაში მიმოხილულია ანდრო ჭიჭინაძის საქმე და ნათქვამია, რომ “ამ საქმით სახეზეა მთლიანი სისხლის სამართლის სისტემის (Criminal Justice System) ბოროტად გამოყენების ფაქტი.”
დაცვის მხარის არგუმენტი #24 - ადვოკატი კითხვას სვამს: „გინდათ გაჩვენოთ რა არის ორგანიზებულად, შეთანხმებულად ჩადენილი ძალადობრივი ქმედებები?"
ეკა ბესელიას 2025 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციაზე ნაცემი დემონსტრანტების ფოტოები აქვს ამობეჭდილი, მათ შორის არიან ჟურნალისტები, აქტივისტები... ის მოსამართლეს აჩვენებს, მაგალითად, ჟურნალისტ, გურამ როგავას ფოტოს.
„ვინ აგო პასუხი ამაზე?
სად არიან დამნაშავეები?
არ ფიქრობთ რა საფრთხეს უქმნით საკუთარ თავს, შვილებს მოძაალადებს რომ სამართალდამცველებს უწოდებთ და მომავლის მცველებს - მოძალადეებს?", - ამბობს ადვოკატი და აგრძელებს იმ სამართალდამცველებზე საუბარს, რომლებიც დემონსტრანტებზე ძალადობდნენ.
„და ვინ უწყობს ამას ხელს ხომ კარგად იცით? ყველა ის მოსამართლე, ვინც ამაზე თვალს დახუჭავს და მსხვერპს აქცევს დამნაშავედ- ის არის ამ შედეგებზე პასუხიმსგებელი!!!", - ამბობს ის.
დაცვის მხარის არგუმენტი #25 ანდრო ჭიჭინაძის პიროვნებაა.
„მინდა გაგაცნოთ ის", - ამბობს ადვოკატი, ეკა ბესელია.
ის არის ნიჭიერი მსახიობი, აქვს ფილმები[ჩამოთვლის] მისი ბოლო პროექტი უნდა ყოფილიყო 7 მთა და მენტალური ჯანმრთელობა.
„უნდა გადაეღო ფილმი, სადაც ყვება გადაღების დროს როგორ მიიღო კანტუზია თავის არეში და იმკურნალა მთაზე ასვლით. ის იქნებოდა პირველი ქართველი ვინც შვიდ უმაღლეს მწვერვალს დალაშქრავდა მსოფლიოს მასშტაბით და ახლა ციხის პირობებში მუშაობს ამ პროექტზე. 2024 წლის 10 დეკემბერს ანდრო უკვე კილიმანჯაროზე უნდა გამგზავრებულიყო გადაღებების დასაწყებად, მაგრამ ის 05 დეკემბერს უკანონოდ დააკავეს", - ამბობს ეკა ბესელია.
დასკვნითი სიტყვის დასასრულ ეკა ბესელია 2012 წლამდე მის სამართლებრივ საქმიანობას იხსენებს. მისი თქმით, ქართული ოცნების საჯარო დაპირება სასამართლოს გათავისუფლება იყო და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სასამართლო რეფორმა დაიწყეს.
„2012 წელს, როდესაც 200 ზე მეტ საქმეზე პოლიტიკური პატიმრის სტასტუსი მივანიჭეთ იმ ადამიანებს პარლამენტის დადგენილებით, ვისაც ასე ასამართლდებდნენ როგორც დღეს და ამნისტიიით გავათავისუფლეთ, მაშინ საჯაროდ ვთქვით რომ სასამართლო უნდა გაგვეთავისუფლებინა პოლიტიკური გავლენებისგან. სასამართლო რეფორმაზე მუშაობა დავიწყეთ", - ამბობს ბესელია.
ამის შემდეგ საუბარს 2018 წლიდან აგრძელებს, როცა მან იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.
„თანამდებობა დავთმე სწორედ იმიტომ რომ თქვენ ცალკეულ მოსამართლეებს გქონოდათ თავისუფლება / რომ უზენაეს სასამართლოს, რომლის დამორჩილების გეგმა იყო ის 10 მოსამართლის ასარჩევი სია - თქვენზე არ მოეხდინა პოლიტიკური ზეწოლა და თქვენი თავისუფლება არ დაკარგულიყო", - ამბობს ბესელია.
ფორუმი