Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმე - დასკვნითი სიტყვები (26/08/2025)

დღევანდელ სასამართლოზე დაკავებული დემონსტრანტების ადვოკატები დასკვნით სიტყვებს იტყვიან მათი გამოსვლების ტექსტური ნაწილი აქ შეგიძლიათ წაიკითხოთ. სასამართლოში მიმდინარე პროცესები რეალურ დროში ამ ლაივბლოგში დაიწერება

12:40 26.8.2025

დაცვის მხარის არგუმენტი #20 - სსამართლო განხილვების დროს დაიხურა მედიიისთვის პროცესის მიმდიინარეობა, რაც ბესელიას თქმით, ადასტურებს შიშს, რომ პოლიტიკურ მმართველ ძალას არ აწყობდა ამ პროცების გაშუქება.

ის იხსენებ წინა ხელისუფლების პერიოდს და ამბობს, რომ სასამართლოში შემოსვლამდე ტელეფონებსაც კი ტოვებდნენ. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი პირველი, რაც ქართული ოცნების მაშინდელმა შემადგენლობამ გააკეთა, ჟურნალისტების სხდომაზე დაშვება იყო.

„ნდობის გარეშე რა არის მართლმსაჯულება? - ამიტომ გავხსენით, რომ არ დაგვემალა. თქვენ ხომ ყველაზე კარგად გრძნობთ პროცესის მიმდინარეობას, ხომ გრძნობთ, როდის შეიძლება იყოს დარბაზი ხელისშემშლელი და პირიქით, ემსახურება მართლმსაჯულების განხორციელებას. ეს აჩვენებდა შიშს და შეიცვლება ეს კანონი", - ამბობს ბესელია.

12:44 26.8.2025

დაცვის მხარის არგუმენტი #21 - დაცვის უფლების დარღვევა

2025 წლის 24 ივნისის პროცესი - მოსამართლემ დაუნიშნა სავალდებულო წესით ადვოკატი თერთმეტივე ბრალდებულს.

ეკა ბესელიას თქმით, „ ეს იყო კანონის დარღვევით მიღებული გადაწყვეტილება. შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლად ადვოკატების აცილებასა და თვითაცილებასთან დაკავშირებით".

ეკა ბესელიას თქმით, არ არსებობდა არცერთი სამართლებრივი ნორმა, რომელიც გაამართლებდა ანდრო ჭიჭინაძისთვის საზოგადოებრივი ადვოკატის სავალდებულო წესით დანიშვნას.

„ამ გადაწყვეტილებით თქვენ აიძულეთ ადვოკატები მოწმეების როლში მსხდარიყვნენ დარბაზში და არ გაუფრთხილდით რესურსების მიზნობრივად გამოყენებას. არც იმას, რომ ხშირად მეორე რიგში ისხდნენ ადვოკატები და მუხლებზე ედოთ კომპიუტერი და ფაქტიურად ნორმალური მუშაობის საშუალებაც კი არ ქონდათ", - ამბობს ბესელია.

12:45 26.8.2025

დაცვის მხარის არგუმენტი #22 - უდანაშაულობიის პრეზუმციის დარღვევა - კონსტიტუციისა და კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლებების უგულებელყოფა.

ამის საილუსტრაციოდ ეკა ბესელია მოიხმობს, სადავო ლეგიტიმაციის პარლამენტის მიერ დამტკიცებული პრემიერის ირაკლი კობახიძის განცხადებას „პრევენციის მიზნით დაკავებულ დემონსტრანტებზე".

ბესელია ამბობს, რომ ეს არის პირდაპირი ზეწოლის მადასტურებელი განცხადებები სასამართლოზე.

12:47 26.8.2025

დაცვის მხარის არგუმენტი #23 - ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატის თქმით, „ამ განაჩენზე ბევრად დამოკიდებულია საქართველოს ევროპული, დემოკრატიული გზა."

მაგალითად მოიყვანა ევროპის საბჭოს, ევროპის პარლამენტის, OSCE საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციები, სადაც წერია, რომ „პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ".

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG