დაცვის მხარის #16 არგუმენტი - სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკაა.
ეკა ბესელიას მაგალითად მოჰყავს საქმე „მჟავანაძე და რუხაძე საქართველოს წინააღმდეგ” (2025 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება), რომელშიც კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა დადგინდა. ამ საქმეში მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა გადაჭარბებული მნიშვნელობა მიანიჭეს პოლიციელების ჩვენებებს, მტკიცების ტვირთი კი განმცხადებლებს დააკისრეს; და რომ პროკურორის არყოფნამ საქმის წარმოებისას მოსამართლეს ბრალდების ორგანოს ფუნქციები დააკისრა, რაც არღვევს სასამართლო მიუკერძოებლობის მოთხოვნას შესაბამისი დებულების პირველი პუნქტით.
ეკა ბესელიას თქმით, ამ საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „პოლიციელების ჩვენება არ მიიჩნევა საკმარის მტკიცებულებად".
ამ გადაწყვეტილებით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ კიდევ ერთ ქართულ საქმეში დაადგინა, რომ არაა საკმარიისი მხოლოდ პოლიციელების ჩვენება . ეს მიიჩნია კონვენციის მე 6 მუხლის დარღვევად.
„აი ამ სტანდარტით შეხედეთ ახლა ამ საქმეს - უძლებს კი თქვენი მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენისთვის დადგენილ უტუარობის მაღალ სტანდარტს? ვერ უძლებს!
მინიმალურ სტანდარტსაც ვერ უძლებს", - თავად ასკვნის ადვოკატი.
დაცვის მხარის არგუმენტი #17 გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევაა, რომელიც კონსტიტუციისა და ევროპული კონვენციის მე 11 მუხლით გარანტირებულია გამოხატვის თავისუფლებაა.
ისევ სტრასბურგის პრაქტიკა მოჰყავს ადვოკატს მაგალითად, რომელმაც „არაერთხელ დაადგინა - „განმცხადებლები ჩიოდნენ, რომ მათი დაკავება დემონსტრაციაზე და შემდგომი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის გამამტყუნებელი განაჩენი წარმოადგენდა მათ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების თავისუფლების უფლებებში ჩარევას".
დაცვის მხარის არგუმენტი #18 - ადვოკატს მიაჩნია, რომ საქმე საპროცესო დარღვევებით წარმართა ბრალდების მხარემ.
ის რამდენიმე ოქმზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც მისი შეფასებით, საპროცესო ნორმებია დარღვეული.
1. დაკავების ოქმი - ბესელია ამბობს, რომ გამომძიებელმა დაკავების ოქმში არ შეიტანა ინფორმაცია დაზიანების თაობაზე იმ ფორმითა და შინაარსით, როგორც ანდრო ჭიჭინაძე კარნახობდა მას. არ გამოიძიეს სად და რა ვითარებაში მიიღო დაზიანება ანდრო ჭიჭინაძემ.
2. ადვოკატი ამბობს, რომ გამომძიებელი, ხუნაშვილი თვითნებურად იღებდა გადაწყვეტილებებს და არ აძლევდა დაკავებულს საშუალებას საკუთარი უფლებების რეალიზება განეხორციელებინა.
დაცვის მხარის არგუმენტი #19 აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის „კანონიერი საფუძვლის გარეშე“ გამოყენებაა.
„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შევახსენებთ სასამართლოს, რომ აღკვეთის ღონისძიების უკანონოდ რამდენჯერმე გამოყენების თაობაზე მიმდინარეობს ანდრო ჭიჭინაძის საქმის განხილვა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში", - ამბობს მოსამართლე.
ფორუმი