Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმე - დასკვნითი სიტყვები (26/08/2025)

დღევანდელ სასამართლოზე დაკავებული დემონსტრანტების ადვოკატები დასკვნით სიტყვებს იტყვიან მათი გამოსვლების ტექსტური ნაწილი აქ შეგიძლიათ წაიკითხოთ. სასამართლოში მიმდინარე პროცესები რეალურ დროში ამ ლაივბლოგში დაიწერება

12:22 26.8.2025

დაცვის მხარის არგუმენტი #13 - დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება - დათვალიერების ოქმი და ვიდეო, რომელიც აქციებზეა გადაღებული, სადაც ჩანს ანდრო ჭიჭინაძეს, როგორ გამოჰყავს ხალხი აქციაზე სამართალდამცავების თავდასხმის დროს და როგორ ცდილობს მათ დაცვას.

„ვიდეოში ასევე ჩანს, მაშინაც კი, ზურგით მდგომ ანდროს როგორ ურტყამს სამართალდამცავი ფარს, მაგრამ მაშინაც კი ანდრო სიმშვიდისკენ მოუწოდებს ყველას, მათ შორის, იმ სამართალდამცავს" - ამბობს ადვოკატი დასკვნით სიტყვაში.

12:24 26.8.2025

დაცვის მხარის არგუმენტი #14 - ადვოკატი, ეკა ბესელია მოიხმობს სასამართლო მეგობრის პოზიციას, რომელიც მისი თქმით, ადასტურებს, რომ წარდგენილი ბრალდება ჯგუფურ ძალადობრივ ქმედებებში მოანწილეობის არც ერთი ნიშანი არ არსებობს ამ საქმეში.

12:26 26.8.2025

მეთხუთმეტე არგუმენტზე საუბრისას, ეკა ბესელია ბრალდების შინაარს აანალიზებს და მსჯელობს, რამდენად სწორია კვალიფიკაცია, ან ის, რასაც ედავებიან, შეესაბამება თუ არა ბრალდების შინაარს.

ის მოიხმობს ადგილობრივ და საერთაშორისო პრაქტიკას და ამბობს:

„სისხლის სამართლში იშვიათი გამონაკლისის გარდა, პირი პასუხს მხოლოდ საკუთარი ქმედების გამო აგებს. კოლექტიურ პასუხისმგებლობას ცივილიზებული სამართლის სისტემები არ იცნობს. როდესაც ადგილი აქვს ჯგუფურ დანაშაულს, ყოველი ბრალდებულის მიმართ მკაფიოდ უნდა იქნეს დადგენილი მისი პირადი როლი და ფუნქცია ჯგუფურ ქმედებაში.[ ე.წ „ჯგუფური ძალადობის“ პოლიტიკურად მოტივირებული საქმე პროტესტის 8 მონაწილის წინააღმდეგ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო]", - ამბობს ბესელია.

12:26 26.8.2025

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ჩამოყალიბებული პრაქტიკის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის „ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის“ შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია წინასწარ ორგანიზებული ჯგუფური მოქმედება. სპონტანურად განხორციელებული ერთობლივი მოქმედება საკმარისი არ არის, რომ ქმედების შემადგენლობა სახეზე იყოს.[ ე.წ „ჯგუფური ძალადობის“ პოლიტიკურად მოტივირებული საქმე პროტესტის 8 მონაწილის წინააღმდეგ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო]

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG