Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმე - დასკვნითი სიტყვები (26/08/2025)

დღევანდელ სასამართლოზე დაკავებული დემონსტრანტების ადვოკატები დასკვნით სიტყვებს იტყვიან მათი გამოსვლების ტექსტური ნაწილი აქ შეგიძლიათ წაიკითხოთ. სასამართლოში მიმდინარე პროცესები რეალურ დროში ამ ლაივბლოგში დაიწერება

11:54 26.8.2025

მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოუტანეს პირადობის მოწმობა, რის შემდეგაც მოსამართლემ ის სხდომაზე შემოუშვა. გაისმა ეკა ბესელიას რეპლიკა, რომ ის სირცხვილს გრძნობს იმ ვითარებისთვის, რაც შეიქმნა. მოსამართლე იღიმის.

11:59 26.8.2025

აგრძელებს ეკა ბესელია მოწმეების ჩვენებების ანალიზს: გამომძიებლები, ექსპერტები, ზიანის დამთლელები, დაზარალებულები...მისი შეფასებით, ამ საქმეზე ბრალდების მტკიცებულებები დაცვის მხარის მტკიცებულებებად იქცა.

12:06 26.8.2025

ეკა ბესელიას თქმით, მეოთხე არგუმენტი ანდრო ჭიჭინაძის უდანაშაულობის დასადასტურებლად სწორედ მთავარი გამომძიებლის არსენ ხუნაშვილის ჩვენებაა.

„არსენ ხუნაშვილმა პირდაპირ დაადასტურა, რომ გამოძიების განმავლობაში მისთვის ცნობილია რომ არ არსებობს არცერთი პიროვნება, რომელიც ანდრო ჭიჭინაძეზე ამბობდა რომ მან უკანონო მოქმედება განახორციელა, ამ უკანონო მოქმედების შედეგად კი რომელიმე სამართალდამცავი დაზიანდა ან საფრთხე შეექმნა", - ამბობს ის.

12:09 26.8.2025

მეხუთე არგუმენტი ადვოკატის თქმით, ტელეფონის ექსპერტიზაა.

„8 თვე როგორ ვერ უნდა დაასრულო მობილურების ექსპერტიზა, როცა ამბობ, რომეს ჯგუფი შესაძლოა ამ ტელეფონებით გეგმავდა ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობას?", - ამ რიტორიკული კითხვის აფასებს ეკა ბესელია მთავარი გამომძიებლის არსენ ხუნაშვილის ნათქვამს, რომ ბრალდებულებს შორის კავშირი არ არის დადასტურებული და შესაძლოა დადასტურდეს სწორედ მობილურების ექსპერტიზით. შედეგები ამ დრომდე უცნობია.

„იმიტომ არაა ექსპერტიზა ჩატარებული, რომ იმ ტელეფონებში არაფერია", - ამბობს ადვოკატი.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG