ადვოკატის თქმით, ლუკა ჯაბუას პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთებიდან არც ერთი არ არის კანონსაწინააღდეგო. ეს ნივთებია: ევროკავშირის დროშა, წყლის სათვალე, აირწინაღი და მობილური ტელეფონი.
რუსუდან აგურაშვილის თქმით, ამ ნივთების ამოღება არაკანონიერია. რაც შეეხება ტელეფონს გამომძიებელმა ხუნაშვილმა თქვა, რომ შესაძლოა ტელეფონით ახორციელებდა რაიმე დანაშაულებრივ ქმედებას.
„ანუ ტელეფონი იყო საშუალება, და ზოგადად ამის გამოც ამოიღეს, რადგან სხვა შემთვევაში, ტელეფონის ქონა და ტარება კანონსაწინააღმდეგო არარის, რომ დაედგინა გამოძიებას, ლუკა ჯაბუა იყო თუ არა ჩართული ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში და ეს იყო შანსი ბრალდების მხარისათვის, დაედგინა, არსებობდა თუ არა ორგანიზებულობის რომელიმე ის კომპონენტი, რმელიც მე დასკვნითი სიტყვის დასაწყისში ჩამოვთვალე.
ანუ, ლუკა ჯაბუას ჰქონდა თუ არა რაიმე სახის ნაცნობობა ან კონტაქტი რომელიმე ბრალდებულთან, იყო თუ არა რაიმე სახის წინასწარი შეკავშირება ბრალდებულებს შორის, ჰქონდა თუ არა კავშირი ორგანიზატორებთან ან ჰყავდა თუ არა ხელმძღვანელი, ასრულებდა თუ არა ვინმეს მითითებებს...
ეს ყველაფერი, უნდა დაედგინა გამოძიებას, მისი ტელეფონის გამოკვლევის შედეგად. პასუხად ვიღებთ ფრაზას, რომ ჯერ არ არის დასრულებული გამოკვლევა და შესაძლებელია, რომ მომავალში მივიღოთ ეს დასკვნა. ჯერ ერთი, ეს პასუხი ადასტურებს, რომ ამჟამად ორგანიზებულობის მტკიცებულება არ არსებობს და მეორე, ეს პასუხი არის აბსურდი და სასამართლოს შეცდომაში შეყვანის მხდელობა", - ამბობს ადვოკატი.
„3.მის მიერ, ლუკა ჯორჯიკიას კომპიუტერში დათვალიერებული ვიდეოს ხანგრძლივობა იყო, მისივე სიტყვებით, დაახლოებით 4 საათზე ცოტა ნაკლები, და ამ ხანგრძლივობის დროიდან მან ოქმში ასახა ყველა ის მომენტი, სადაც ლუკა ჯაბუა ჩნდებოდა კადრში, როგორც მითითებული აქვს ოქმში, და ამ მომენტების ხანგძლივობა 19 წამს არ აღემატება. ანუ, ლუკა ჯაბუა მიერ ლუკა ჯორჯიკიას ობიექტივში სულ 19 წამით გამოჩნდა და აი ამ 19 წამის გამო, რომელზეც არანაირი დანაშაულებრივი ქმედება არ არის აღწერილი, რომელშიც არც სროლის მიმართულება და არცერთი სამართალდამცავი არ ჩანს, მეცხრე თვე მიიწურება მალე, რაც უკანონო პატიმრობაშია".
„2.კითხვაზე, თუ რა საჭიროებას ქმნიდა მეორედ, ვიდეოს გამოთხოვა, მან განმარტა, რომ უფრო მეტი ინფორმაციის შემცველი იყო მეორე ვიდეო, სადაც, ვითომდა, ჩანდა საიდან გამოდიოდა და რა მიმართულებით ისროდა ნივთს. რაც არის სრული აბსურდი, ვინაიდან არანაირ დამატებით ინფორმაციას მეორე ვიდეო, პირველთან შედარებით არ იძლევა, კადრი არის იდენტური და განსხვავება არის მხოლოდ დამატებით წამებში, სადაც გამოსვლის ადგილი, სროლის ტრაექტორია და მიმართულება ნამდვილად არ ჩანს და ეს ნათლად დავინახეთ აღნიშნული ვიდეოს გამოკვლევისას..
ადვოკატი ამბობს, რომ ლუკა ჯაბუას ნაწილში გამომძიებელმა, არსენ ხუნაშვილმა სამი რამ დაადასტურა.
სასამართლო პროცესზე დაკითხვისას კი, მანდ დაადასტურა შემდეგი გარემოებები:
„1. ლუკა ჯაბუას მიმართ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი 8 წამიანი ვიდეო მონაკვეთი ამოჭრილია აგრეთვე ლუკა ჯაბუას მიმართ წარმოდგენილი მეორე ვიდეო მტკიცებულებიდან, რომლის ხანგრძლივობაც არის 1 წუთი. გთხოვთ, ამ გარემოებაზე განსაკუთრებით გაამახვილოთ ყურადღება და არ გამოგრჩეთ ის ფაქტი, რომ 8 წამიანი ვიდეო, 1 წუთიანი ვიდეოდან არის ამოჭრილი და რომ სინამდვილეში ეს ორი კადრი ერთი და იგივეა. ამას მოგვიანებით კიდევ დავუბრუნდები".
ფორუმი