ამ ნაწილში რუსუდან აგურაშვილი საქმის ბევრ დეტალზე ჰყვება, მათ შორის ვიდეოების გადაუდებელი აუცილებლობით დათვალიერებაზე ადვოკატი ამბობს, რომ გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლებს ეს საგამოძიებო მოქმედება არ აკმაყოფილებდა.
„გამომძიებელმა განაცხადა, რომ არსებობდა საფრთხე, შსს თანამშრომელს თავის კომპიუტერში შენახული, საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულება წაეშალა. სწორედ აღნიშნული პასუხი არის ნათელი საფუძველი იმისა, რომ აღნიშნული ოქმები და საგამოძიებო მოქმედებები არის არაკანონერი, ვინაიდან ჩატარდა სამართლებრივი საფუძვლების გარეშე .....
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, გამოძიებელ არსენ ხუნაშვილის დაკითხვიდან გამოვლინდა, რომ არ არსებობდა რეალური, ობიექტური დამაჯერებელი საფუძველი აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების ღამით ჩატარებისთვის, რის გამოც სასამართლოს მხრიდან არ უნდა იქნეს გაზიარებული", - თქვა ადვოკატმა.
ბრალდების მოწმეებიდან შემდეგი, ვისზეც ლუკა ჯაბუას ადვოკატი, რუსუდან აგურაშვილი ისაუბრებს, მთავარი გამომძიებელი არსენ ხუნაშვილია. ის ამბობს, რომ „აღნიშნულ ჩვენებაში რამდენიმე, საქმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გარემოება გამოიკვეთა".
ადვოკატი აჯამებს ქიტიაშვილის ჩვენებას და მის მიერ სასამართლოსთის მიწოდებულ ინფორმაციას და ამბობს:
„შეჯამების სახით დავით ქიტიაშვილის ჩვენებიდან დადგინდა ორი მნიშვნელოვანი გარემოება:
1. ლუკა ჯაბუას მიმართ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ვიდეოში პოლიციელები არ ჩანან და
2. საგნის დადგენა შესაძლებელი იყო, თუმცა იმ პირობებში, როდესაც გამოძიებამ ეს არ გააკეთა, არ არსებობს ობიექტური მტკიცებულება საგნის რაობასთან დაკავშირებით. ის ფაქტი, რომ ლუკა ჯაბუას ეჭირა მძიმე საგანი, არის მხოლოდ და მხოლოდ ეჭვი, რომელიც მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე არ დადასტურდა".
ადვოკატისთვის გამომძიებელ ქიტიაშვილის ჩვენება დადასტურებაა, რომ საქმე არაობიექტურად და მიკერძოებულადაა გამოძიებული.
„აღნიშნული ექსპერტიზის ფარგლებში მისთვის მხოლოდ მნიშვნელოვანი იყო პირის იდენტიფიცირება. ხოლო თუ რა იყო საგანი, მისთვის საინტერესო არ გახლდათ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, არაობიექტურ, მიკერძოებულ და უსამართლოდ ჩატარებულ გამოძიებას. სადაც, მხოლოდ იმით ინტერესდება, რაც ისედაც ცხადია. ყველა შეუიარაღებელი თვალისთვისაც კი ისედაც აშკარაა ლუკა ჯაბუას ვიზუალი და ის გარემოება რომ ლუკა ჯაბუა ჩანს კადრში. მაგრამ რაც ნამდვილად გამოსაკვლევი და დასადგენი იყო, არ კითხულობს, სიტყვასაც არ წერს დადგენილებაში საქმის გაცილებით მნიშვნელოვან დეტალზე, რომლის დადგენაც სხვა ობიექტური გარემოებით შეუძლებელია, გარდა ექსპერტიზისა", - ამბობს ის.
ფორუმი