Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმე - დასკვნითი სიტყვები (26/08/2025)

დღევანდელ სასამართლოზე დაკავებული დემონსტრანტების ადვოკატები დასკვნით სიტყვებს იტყვიან მათი გამოსვლების ტექსტური ნაწილი აქ შეგიძლიათ წაიკითხოთ. სასამართლოში მიმდინარე პროცესები რეალურ დროში ამ ლაივბლოგში დაიწერება

14:14 26.8.2025

ადვოკატი უბრუნდება საგანს, რომელიც „ლუკა ჯაბუას ხელიდან გამოდის".

„ექსპერტიზის დანიშვნის მომენტში, ბრალდების მხარეს არ ჰქონდა და დღემდე არ აქვს ობიექტური მტკიცებულება, თუ რა არის ეს საგანი", - ამბობს ის.

მან ჰკითხა გამომძიებელ ქიტიაშვილს რა საგანი უჭირავს ხელში ლუკა ჯაბუას და რატომ არ ჰკითხა ეს ექსპერტს, პასუხად კი მიიღო: “დიახ, შეძლებით შესაძლებელია, ყველაფერი შემიძლია, თუმცა გამოძიებელმა უნდა განსაზღვროს, რა შეკითხვა დაუსვას ექსპერტს და არა”.

14:11 26.8.2025

ადვოკატს აინტერესებს, რაზე დაყრდნობით დაიწერა დათვალიერების ოქმში, რომ „საგანი პოლიციელების მიმართულებით არის ნასროლი?".

„იმის მიუხედავად, დაცვის მხარის მიერ, არაერთხელ მიეცა შესაძლებლობა, სასამართლო პროცესზე მიეთითებინა საქმეში წარმოდგენილ ვიდეოში იმ მომენტზე, სადაც გამომძიებელი ხედავდა პოლიციელების ადგილმდებარეობას, მან ვერ შეძლო მითითება და კითხვებზეც პასუხი ვერ გასცა.

ეს კი იმას ადასტურებს, რომ დადგენილებაში მის მიერ მითითებული ფრაზა არ გამომდინარეობს პროცესზე წარმოდგენილი ვიდეოდან. მას ვიდეოში არ უნახავს პოლიციელების მიმართულებით სროლის ფაქტი და სწორედ ამიტომ, პროცესზეც ვერ შეძლო ამ მომენტზე მითითება, ვინაიდან ეს მომენტი ვიდეო ჩანაწერში საერთოდ არ არსებობს", - ამბობს ადვოკატი გამომძიებელ დავით ქიტიაშვილის ჩვენებაზე დაყრდნობით. ქიტიაშვილმა დაათვალიერა ვიდეო და დანიშნა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა,

14:08 26.8.2025

ადვოკატი ამბობს, რომ ლუკა ჯაბუას წინააღმდეგ საქმეში არსებული ვიდეოს დათვალიერების ოქმში მოცემული ინფორმაცია არაზუსტია და შესაბამისად „სიცრუე".

„გამომძიებლის მხრიდან აღნიშნული ჩანაწერის გაკეთება ოქმში არ შეესაბამება მის მიერ დათვალიერებულ ვიდეოში ნანახ მოვლენებს. აღნიშნული ვიდეო ჩვენ გამოვიკვლიეთ სასამართლო პროცესზე და აშკარად დავინახეთ, რომ არცერთ ვიდეოში, რომელშიც ფიგურირებს ლუკა ჯაბუა, პოლიციელები არ ჩანან. მითუმეტეს არ იკვეთება ფაქტი, რომ ის რაიმეს ისვრის პოლიციელების მიმართულებით.

შესაბამისად, ობიექტურად შეუძლებელია გამომძიებელს დაენახა რომ ლუკა ჯაბუა რაიმეს ისვრის პოლიციის მიმართულებით და შემდეგ ოქმში ჩაეწერა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გამომძიებლის მხრიდან არ მოხდა ვიდეოს ობიექტური და ნეიტრალური დათვალიერება, რისი ვალდებულებაც მას კანონით აქვს. არამედ, მან დაამახინჯა ვიდეო-ჩანაწერში არსებული ფაქტები და დათვალიერებაში დაწერა სიცრუე", - ამბობს ადვოკატი,

14:06 26.8.2025

ადვოკატი საუბრობს პოლიციელ, დავით ქურდოვანიძის პატაკზე, რომლის საფუძველზეც გამოძიება დაიწყო. ეს პატაკი 2024 წლის 3 დეკემბრით თარიღდება, ლუკა ჯაბუას სახელი გამოჩნდა 2024 წლის 5 დეკემბერს ვანო გავაშელიშვილის მიერ შედგენილ პატაკშიც და მხოლოდ სახელი არა, მისი პირადი ნომერი, მამის სახელი დაბადების თარიღი და ა.შ [პერსონალური ინფორმაცია]

„ამასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა უნდა გაუჩნდეს სასამართლოს. საიდან შეიძლებოდა პატაკების შემდგენი პოლიციელის პირად კონტაქტს ჰქონოდა ამდენი პერსონალური ინფორმაცია კონკრეტულ პიროვნებაზე?", - სვამს კითხვას ადვოკატი.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG