Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმე - დასკვნითი სიტყვები (26/08/2025)

დღევანდელ სასამართლოზე დაკავებული დემონსტრანტების ადვოკატები დასკვნით სიტყვებს იტყვიან მათი გამოსვლების ტექსტური ნაწილი აქ შეგიძლიათ წაიკითხოთ. სასამართლოში მიმდინარე პროცესები რეალურ დროში ამ ლაივბლოგში დაიწერება

14:03 26.8.2025

რუსუდან აგურაშვილის თქმით, საქმეში არ არის არცერთი მტკიცეულება, სადაც ლუკა ჯაბუას სახელი შეიძლება იყოს ნახსენები, გარდა ვიდეო ჩანაწერისა, რომლიდანაც გამომდინარეობს ყველა სხვა დანარჩენი საგამოძიებო ოქმი: ვიდეოს, გამოთხოვა, ვიდეოს დათვალიერება, ვიდეოზე ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დანიშნვნა და ვიდეოზე მიღებული ამავე ექსპერტიზის დასკვნა.

„სხვა რა მტკიცებულება გამოიკივლია სასამართლომ? - არაფერი. ეს არის ერთადერთი და მთავარი მტკიცებულება, რომელიც ბრალდების მხარეს უნდოდა მის საწინააღმდეგოდ წარმოეჩინა, თუმცა ეს ვერ მოხერხდა და თუ რატომ, ქვემოთ დეტალურად განვიხილავთ", - ამბობს ის და აგრძელებს.

14:02 26.8.2025

ლუკა ჯაბუას ადვოკატი ამბობს, რომ არ გამკვირვებია, როდესაც დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას, პროკურორებმა კვლავ ბრალდების შესახებ დადგენილება წაიკითხეს, „ვინაიდან ამას აკეთებენ გამუდმებით“.

მისივე განცხადებით, ნებისმიერი საკითხის განხილვისას, როდესაც თითოეულ ბრალდებულის მიმართ უწევს საუბარი ბრალდების მხარეს, პროკურორები მხოლოდ ბრალის დადგენილების წაკითხვით შემოიფარგლებიან ხოლმე და „არასდროს მოგვისმენია რაიმე დამატებითი მტკცებულებისა ან არგუმენტაცია".

„ბრალის დადგენილება კი, თავისთავად, ამავე დადგენილებაში მითითებული ქმედების მიმართ, მტკიცებულება არ არის", - ამბობს ადვოკატი.

14:01 26.8.2025

ადვოკატი მტკიცებულებების ანალიზზე გადადის და ამბობს, რომ მათ შეფასებას ქრონოლოგიურად გაჰყვება.

„მეცხრე თვე იწურება, რაც ამ საქმეს სასამართლოში ვიხილავთ და ლუკა ჯაბუას სახელი სულ 9-ჯერ არ ყოფილა გაჟღერებული მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე.

თქვენ ვერ გაიხსსენებთ ერთ მტკიცებულებასაც კი, სადაც კონკრეტულად ლუკაზე ან მის წინაღმდეგ დადგენილ გარემოებებზე იყო საუბარი და სწორედ ამაზე ვსაუბრობთ საქმის დასაწყისიდანვე, რომ ეს სისხლის სამართლის საქმე დაცლილია ყოველგვარი ინდივიდუალურობისაგან და საქმე გვაქვს კოლექტიურ ბრალთან, სადაც ცალცალკე თითოეულ პიროვნებას არანაირი კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ უდგინდება, მაგრამ მასის შექმნითა და განზოგადებული ფრაზებით ცდილობს პროკურატურა ფონს გავიდეს", - ამბობს ადვოკატი.

13:59 26.8.2025

ადვოკატის თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რაზეც ამ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას უნდა ვიმსჯელოთ და უფრო ზუსტად კი სასამართლომ უნდა იმსჯელოს განაჩენში, არის გამოყენებული საგანი. აგურაშვილის თქმით, ამ საკითხზე დასვნითი სიტყვის სხვადასხვა ეპიზოდში ისუაბრებს.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG