Author
ვეფხია კასრაძეს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 225-1 მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა.
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
,,ვეფხია კასრაძემ ჩაიდინა ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელ
გოგა სამუშიას თქმით, გამორიცხულია ბრალზე საუბარი თუ არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
„ამ შემთხვევაში ბრალდების მხარე არა თუ ვერ ასაბუთებს, არამედ ვერც კი ამბობს ვეფხია კასრაძის რომელი მოქმედება რა დამდგარ შედეგთან არის კავშირში, ურომლისოდაც ის შედეგი იმ დროს და იმ სახით არ დადგებოდა. მიზეზობრივი კავშირის არარსებობის გარეშე ბრალდებაზე საუბარიც კი აბსურდულია", - აცხადებს ის.
გოგა სამუშია ამბობს, რომ საქმეში აქვთ მხოლოდ გაურკვეველ დროს, გაურკვეველ ადგილას, გაურკვეველი პირის მიერ გადაღებული, დამონტაჟებული, არასრული ვიდეოკადრი, რომელიც „არანაერ შემხებლობაში არ არის წარდგენილ ბრალდებასთან".
მისი შეფასებით, დაუდგენელია, რა დროს არის გადაღებული კადრები და შესაბამისად აბსურდია იმაზე საუბარი, რომ თითქოსდა ამ კადრებით დასტურდება 225-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა, ვინაიდან ეს კადრები ავთენტურიც რომ იყოს არ დგინდება რომელ აქციაზეა გადაღებული.
„თუ იმას ვერ ვადგენთ რომელ აქციაზეა გადაღებული კადრები, შესაბამისად იმაზე საუბარი, რომ კონკრეტულ აქციაზე ახდენდა ვეფხია კასრაძე ძალადობის ორგანიზებას აბსურდულია. მოგეხსენებათ რომ ქვეყანაში მხოლოდ წინა წლის განმავლობაში არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა", - ამბობს ადვოკატი.
ადვოკატი ამბობს, რომ საქმეში დევს 2 წუთიანი ამოჭრილი კადრი რომელიც არ შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას. „გვაქვს საუბარი, რომელსაც არანაერი ქმედაბა არ მოჰყოლია და საუბარი არც კი ეხება აქციის ტერიტორიაზე რაიმე ქმედების განხორციელებას".
„ამ კადრებით სახეზე არ გვაქვს არათუ დამთავრებული დანაშაული, არამედ დანაშაულის მომზადებაც კი, ვინაიდან მომზადებისთვის აუცილებელი პირობაა დანაშაულის ჩადენისთვის პირობის შექმნა, რაც რაიმე მოქმედებით უნდა იყოს გამოხატული", - ამბობს ის.
ის ვიდეომტკიცებულებების ავთენტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და ამბობს:
დაუდგენელია ვიდეო ფაილის წარმომავლობა, თუ ვინ შექმნა ის და როდის შეიქმნა.
„თუ ბრალდების მხარემ არ იცის კადრების გადამღების ვინაობა, შესაბამისად ნდობაც ვერ ექნებოდა კადრების შემქმნელის მიმართ და მის ავთენტურობაში დარწმუნებულიც არ უნდა ყოფილიყო. აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვა თუ რატომ არაფერი იღონა გამოძიებამ კადრების ავთენტურობის დასადგენად, რატომ არ დაუსვა კითხვა მონტაჟთან დაკავშირებით ექსპერტს, როდესაც ექსპერტიზა დანიშნეს", - ამბობს სამუშია და აგრძელებს, რომ ამ კითხვას პასუხი საქმის გამომძიებელმა გასცა.
„რომ ეგ არ იყო გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი. როგორ შეიძლება არ იყოს მნიშვნელოვანი მტკიცებულების ავთენტურობა, როდესაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად დაუშვებელია მტკიცებულება თუ არსებობს გონივრული ეჭვი მისი ნიშანთვისების შეცვლის. ამ შემთხვევაში როდესაც მისი შექმნის არც დრო ვიცით არც შემქმნელის ვინაობა ესეთი ეჭვის უარყოფა წარმოუდგენელია", - ამბობს ის.
ფორუმი