სხდომა სრულდება, მომდევნო პროცესი 27 აგვისტოსაა ჩანიშნული. მომდევნო სხდომაზე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ ადვოკატები: დავით ჭიკაიძე და გუჯა ავსაჯანიშვილი. ამით დასკვნითი სიტყვების ეტაპი დასრულდება. რეპლიკებიდან მხარეები საბოლოო სიტყვებზე გადავლენ. ცნობილია, რომ ბრალდებულები ამ უფლებით ისარგებლებენ.
დღევანდელი სხდომა დასრულდა.
მისი თქმით, ხელისუფლება, დემოკრატიულ ქვეყანაში, გამოხატავს ხალხის ნებას.
„ავტორიტარულ ქვეყანაში კი, ხელისუფლება საკუთარ პოლიტიკურ ნებას გამოხატავს. მიუხედავად იმისა, ქვეყანა დემოკრატიულია თუ არა, ანუ, ხალხის ნებას გამოხატავს თუ არა, სასამართლო ერთგვარ სინდისს განასახიერებს, რომ მაშინაც კი, რომ საზოგადოების დაკვეთა შეიძლება იყოს ციხეში დაკვეთა და ეს საზოგადოების კი არა პოლიტიკური დაკვეთაა....სასამართლო განასახიერებს სინდისს, რომლის ერთადერთი ფუნქცია არის იმ შემთხვევის შემოწმება, ხელისუფლების ნება, პოლიტიკური გადაწყვეტილება შეესაბამება თუ არა ადამიანის უფლებებსა და კანონმდებლობას. მე გთხოვთ სასამართლომ შეასრულოს კონსტიტუციური ფუნქცია, იყოს საზოგადოების სინდისი და არ შეასრულოს პოლიტიკური დაკვეთა... მე არ ვამბობ, რმ თქვენ ვინმემ დაგირეკათ, საჯარო განცხადებები არსებობს, მხედველობაში მიიღეთ კანონი და გამოკვლეული მტკიცებულებები და მე მოლოდინი მაქვს, ველოდები მეც და საზოგადოების უდიდესი ნაწილი, რომ დადგენა მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი განაჩენი, რომ წარდგენილ ბრალში ეს ადამიანები არიან უდანაშაულოები".
შოთა თუთბერიძემ დასკვნითი სიტყვა დაასრულა.
შოთა თუთბერიძის დასკვნითი სიტყვა დასასრლულს უახლოვდება.
მისი თქმით, პროკურატურა, უკანონო რეიდებით, პროპაგანდის აქტიური გამოყენებით ცდილობს, იპოვოს აქციის ორგანიზატორი - არა ძალადობის, არამედ, აქციების.
„პოლიტიკური ხელისუფლება ვერ იჯერებს, რომ შეიძლება არ არსებობდეს ადამიანი, რომელიც ორგანიზებას უწევს ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს. არადა, ჩვენ ვასამართლებთ თავისუფალ ადამიანებს, თავისუფალ თაობას, რომელსაც, დემოკრატიისა და ქვეყნის დასაცავად ორგანიზატორი არ სჭირდებათ".
„შევხედოთ ერთ-ერთი ბრალდებულის ბლოკნოტს, მისი დათვალიერების ოქმს. ამ ოქმში ბლოკნოტის რამდენიმე ფურცლის ასლია მოცემული. იგი შედგება ლექციების ცხრილისგან, და სამომავლო გეგმებისგან, სადაც უწერიათ, რომ უნდა იმუშაონ ქველმოქმედების, ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ანტიდემოკრატიული ქმედებების წინააღმდეგ, ამ ღირებულების ადამიანები არიან ისინი, ამ ღირებულების და როგორ სამწუხაროა, რომ ჩემს თაობას და ჩემზე უფროსებს დაუძლებელი სურვილი აქვთ, რომ ასეთ ადამიანებს....
„ეს თაობა არის თაობა, რომელზეც ჩემი წინა თაობა ოცნებობდა, მათ არ უნახავთ ქრთამის მიცემა, ძველბიჭობა, პოლიციის ცემა, ჩადება და აადამიანები, რომლებიც ასეთი შვილის ყოლაზე ოცნებოდნენ, თავად აკეთებენ ამას და აბრუნებენ მათ ჭაობში და ამას ის ადამიანები აკეთებენ, რომელთაც ეს თავად გამოცდილი აქვთ.... ამ ადამიანებს ციხეში ჩასმით ვერ გამოასწორებთ, ისინი თავისუფალი ადამიანები არიან, იქიდან გააგრძელებენ ბრძოლას... წაიკითხეთ მათი ჩანაწერები მათი ფეისბუქები ნახეთ, გაიგეთ რა ადამიანები არიან, რა ღირებულებებისთვის იყვნენ რუსთაველზე და რის გამო სხედან ახლა ციხეში".
„ეს ჯოჯოხეთი რუსთაველის გამზირზე იმიტომ ეწყობა, რომ ეგეთები არიან ფარისევლები[საუბრობს ცრუ მოწმეებზე და პოლიციელებზე]...ეს ადამიანები მოდიან, ქვეყნის წინაშე ფიცდადებულები და ტყუილებს ამბობენ.... მათი ცხოვრება ცხადია ჯოჯოხეთი იქნება".
შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ დოქტრინის ეტაპზე გადადის და აკადემიური გამოცდილებით ასაბუთებს თავის პოზიციას. მან მაგალითად მოიხმო ყველაზე პოპულარული და გავრცელებული წიგნი, რომელსაც ყველა ასაკისა და კატეგორიის იურისტი იყენებს, ხშირად სამაგიდო წიგნად. ეს არის - ავტორთა კოლექტივის მიერ შედგენილი სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილი (კომენტარები).
შოთა თუთბერიძე ამბობს:
ამ სახელმძღვანელოში ჩვენ 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ვრცელ ანალიზსაც ვხედავთ.
„განსახილველ ნორმას 2007 წლის საკანონმდებლო ცვლილებებამდე, ერქვა მასობრივი არეულობა. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი განხორციელება შეეძლო მასას, ე.ი. რამდენიმე ასეულ ადამიანს (ბრბოს). სადღეისოდ კი ამ მუხლის მოქმედების არეალი უსაფუძვლოდ გაიზარდა. კერძოდ, ამ დანაშაულის ჩადენა უკვე შეუძლია პირთა ჯგუფს, ე.ი. ორ ან მეტ პირს. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ მინიმუმ ორი პირი სახეზე უნდა იყოს, როგორც ძალადობის მონაწილე (მე-2 ნაწ.), ე.ი. ორგანიზატორთან ერთად სახეზე უნდა იყოს მინიმუმ სამი პირი".
„[...] ჯგუფური ძალადობა აუცილებლად ორგანიზებული დანაშაულია, ხოლო ხულიგნობისთვის ამას არა აქვს მნიშვნელობა.“
„ნიშანდობლივია, რომ ჯგუფური დანაშაულის შემთხვევაში, აღწერილია და წინასწარ დადგენილი კრიტერიუმები არსებობს იმისთვის, თუ რას ნიშნავს ჯგუფურობა. არ არსებობს არც ერთი აკადემიური ნაშრომი, არც ერთი დემოკრატიული ქვეყნის პრაქტიკა, რომელიც დაუშვებდა, რომ ჯგუფური დანაშაულია ჩადენილი მაშინ, როცა არ არსებობს პირთა შორის რაიმე ტიპის კოგნიტური კავშირი - ყველაზე ნაკლები სტანდარტის შემთხვევაში, ის მაინც უნდა იყოს ცნობილი, რომ ვიღაც სხვა, მსგავსი საერთო განზრახვით, მსგავს ან ფუნქციურად მსგავს ქმედებას ახორციელებს. მოცემულ შემთხვევაში, ორგანიზატორის არარსებობა გამორიცხავს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთა ბრალეულობას ბრალად წარდგენილ ქმედებაში - არ არსებობს დანაშაულის შემადგენლობა".
[პროკურორებმა ვერ მიუთითეს ვერც ერთი ნაშრომი, ვერც ერთი თეორია, რომ მაგალითად მე შეიძლება ვიყო ჯგუფის წევრი ისე რომ არ ვიცოდე, ასეთი არ არსებობს - აზუსტებს ადვოკატი და აგრელებს]
„ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია არც ერთი მტკიცებულება პირთა შორის კავშირისა, რაც მარტივ სამართლებრივ აბსურდს იწვევს - პირს რომ, პირობითად, ხუთ დეკემბერს, გლდანის რაიონში პოლიციელი ეცემა, პროკურატურის ლოგიკით, ისიც ამ პოლიტპატიმართა ჯგუფის წევრი იქნებოდა", - ამბობს ადვოკატი.
ფორუმი