„როგორ შეიძლება სასამართლოს მიუტანო საქმე, სადაც ორგანიზებულ ჯგუფურობას აბრალებ, ამოღებული გქონდეს ტელეფონები და არ მიუტანო მტკიცებულება, რომ მათ კავშირი ჰქონდათ, ვიდეოებშიც კი ერთად არ ხვდებიან, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილასა გადაღებული", - აცხადებს ადვოკატი და ამატებს, რომ „მისთვის გაუგებარია ჯგუფურობა როგორ უნდა დაუდასტურონ მათ".
ადვოკატი ორგანიზატორობაში ბრალდებულებზეც საუბრობს, რადგან, თუ ორგანიზება არ დადატურდება, ეს ნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები გამართლდნენ და ხისტი და თამამი შეფასებებით ცდილობს წარმოაჩინოს, მისთვის ბრალის აბსურდულობა.
„სულ რომ სურვილი გამოვავლინო რომ მთავრობის კანცელარიის გადაწყვას ვაპირებ, ეს არ არის დნაშაული, თუ მე რაიმე არ მოვამზადე... ორი ადამიანი რომ საუბრობს, ბიძინა ივანიშვილის სახლს დავწვავდიო, როგორ შეიძლება ეს დანაშაულად ჩაითვალოს? ასეთი სურვილი მეც მაქვს და მეგობრებთანაც მითქვამს, ადგეს პროკურატურა და დააკავოს ამდენი ხალხი, თუ ამის გამბედაობა ეყობა. ეგ რომ ვუთხარი პროკურატურას, ასე მითხრეს, შენზე ვიდეო არ გვაქვსო".
„სოფელში გასართობი გვქონდა ხოლმე, სიმინდისგან ხუხულას ვაგებდით მაღალს, ასეა შექმნილი ამ საქმის მტკიცებულებები", - აცხადებს შოთა თუთბერიძე.
ადვოკატის თქმით, ცინიკურია, რომ, ბრალის დადგენილებისა და ბრალდების მხარის პოზიციის თანახმად, გრაფაში, რომელიც ადასტურებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას, მითითებულია „მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ვიდეო-აუდიო ჩანაწერები, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები, დათვალიერების ოქმები, პირადი ჩხრეკის ოქმები და ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთმტკიცებები, საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის ოქმები და ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთმტკიცებები, წერილობითი მტკიცებულებები, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ოქმები და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები“.
„მაგალითად, რა იქნა ამოღებული გორგაძის, ან მიმინოშვილის სახლებისა და პირადი ჩხრეკისას, რაც დანაშაულს ადასტურებს?", - სვამს კითხვას ადვოკატი და დეტალურად განიხილავს პროკურორების მიერ ნათქვამს.
„არც ერთი ვიდეო, რომელიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა, არ ასახავს პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს. გარდა ამისა, არ ირკვევა, სად, როდის, რა ვითარებაშია ეს ვიდეომასალა გადაღებული საერთოდ", - თქვა თუთბერიძემ.
ფორუმი