15:02 - მოსამართლე, ნინო გალუსტაშვილმა დავით ხომერიკი დამნაშავედ ცნო და 4 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა.
14:55 - ნახევარსაათიანი თათბირის შემდეგ მოსამართლე, ნინო გალუსტაშვილი ბრუნდება.
14:33 - მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი სათათბიროდ გავიდა. ის განაჩენს დღესვე გამოცხადებს. დარბაზს არ გვატოვებინებენ, ველოდებით.
ხომერიკი ბრალდებაზე საუბრობს: „ეს არის სრული აბსურდი და სისულელე, მე არ ვაღიარებ ბრალს, რომელიც არ ჩამიდენია, პროკურატურას არ აქვს ჩემს წინააღმდეგ მტკიცებულებები,,,, მაგრამ მიუხედავად ამისა, პროკურორი ყოველ სიტყვაში მის მიერ გამოგონილ მოლოტოვის კოქტეილებს იმეორებს, რომლის შესახებაც მე ინფორმაციას არ ვფლობ".
ხომერიკის თქმით, სასამართლოში მოვიდნენ „ცრუ მოწმეები“, რომლებმაც მასზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად იძალადეს.
ის ამბობს, რომ რჩება ობიექტური გადაწყვეტილების იმედი.
„ეს ხომ თქვენი[მიმართავს მოსამართლეს] ბრძოლაცაა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სამართლიანობის შენარჩუნებისთვის, იყავით ბოლომდე დამოუკიდებელი, რომ შეინარჩუნოთ სამართლიანი სასამართლოს იმიჯი, ხალხი იმსახურებს სამართლიანობას".
„თქვენ ჩემი იმედის ვარსკვლავები და სხივები ხართ[მიმართავს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს], იმ იმედის, რომელიც ყოველდღიურად რწმენითა და მოტივაციით მავსებს და თქვენგან წამოსული სიყვარული ჩემთვის უძვირფასესია... ყველაფრის მიუხედავად რაც არ უნდ ამოხდეს, მეც ძალიან მიყვარხართ და გახსოვდეთ, რომ ნებდებიან მხოლოდ ისინი, ვისთვისაც თავისუფლება აღარაფერს ნიშნავს".
სასამართლო სათათბიროდ გავიდა.
გაყავთ ხომერიკიც - „დროებით", - ამბობს ის.
ფორუმი