Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ხომერიკის საქმე - ლაივბლოგი (15/07/2025)

დღეს დავით ხომერიკი საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებს. სავარაუდოა, რომ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი დღესვე გავა სათათბიროდ და გადაწყვეტილებასაც დღეს გამოაცხადებს. ხომერიკს აფეთქების მომზადებას ედავებიან. პროკურატურა ამბობს, რომ მის ჩანთაში გამოუყენებელი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები იპოვეს.

14:34 15.8.2025

დავით ხომერიკი ამბობს, რომ ყველაფერი 20 ივნისს გავრილოვის ღამით დაიწყო. მას მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ მოქალაქეებს 26 მაისი გაუცოცხლა. ამბობს, რომ რეზინის ტყვიებით მისი მეგობრები დააზიანეს.

„სამწუხაროდ აქ იკვეთება რუსეთის გავლენები ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ჰიბრიდულად ებრძვის ჩვენს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას".

ხომერიკს მიაჩნდა და მიაჩნია, რომ გაჩუმება არ შეიძლებოდა: „მათ ეშინიათ ჩვენი ერთიანობის, რადგან სიმართლე ხალხის მხარესაა... ისინი მშვიდობას კი არ თესავენ, არამედ წამლავენ და ბოროტებას წინ მიუძღვიან".

14:28 15.8.2025

14:25 - დავით ხომერიკი ამბობს საბოლოო სიტყვას. მას დაწერილი აქვს ტექსტი:

„თედოს [აბრამოვი] ამბავი ძალიან გამეხარდა, ვუსურვებ მას თავისუფლებას, ალბათ ის ყველაზე თავისუფალი ადამიანია ჩვენს შორის, ეს თედოს ნაჩუქარი სამაჯურია, თავისუფლების ნიშნად".

„სამწუხარო რეალობის წინაშე ვართ ყველანი, სადაც სიმართლე დასჯადია და სამართალი ძნელი საპოვნელი".

მშვიდობიან თავისუფალ სამართლიან ქვეყანაში, რომ ვიცხოვრობთ და ერთადერთი გზა არის ის ეკლიანი გზა, რომელსაც სამშობლოსა და ერთმანეთის სიყვარულის გამო ვდგავართ".

[ მამა აწყვეტინებს - საქმეზე ილაპარაკე მამა და სხდომას გაბრაზებული ტოვებს. ის სასულიერო პირია და დავით ხომერიკი აგრძელებს სიტყვას: მე ქრისტიანულ ოჯახში გავიზარდე] [ უხერხული სიჩუმეა - ხომერიკს და ამხნევებს - თქვი, შენი სათქმელიო].

[ხომერიკი იღიმის]

14:28 15.8.2025

14:24 - ხომერიკი შემოიყვანეს ბადრაგებმა. ის ადვოკატს ესაუბრება.

ნინო გალუსტაშვილი ამბობს, რომ სხდომა გაიხსნა.

14:27 15.8.2025

14:20 - ახლა რაც შეეხება სხდომას, უკვე დარბაზში ვართ და სხდომის გახსნას ველოდებით

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG