11.27 - მოსამართლე: თქვენს მიმართ რაიმე არაადამიანური მოპყრობა ხომ არ ყოფილა? ზვიად რატიანი პასუხობს - ჩემდა გასაკვირად, ამჯერად არა.
11.25 - მოსამართლე ეკითხება ზვიად რატიანს - ხომ კარგად იცით ქართული ენა? და უხნის პროცედურებს. და კითხულობს, ხომ არ სურთ აცილება? აცილებაზე პასუხია არა. მოსამართლე უხსნის რისი უფლება აქვს ზვიად რატიანს.
11.23 - ზვიად რატიანი 23 ივნისს თბილისში, პარლამენტთან, „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს. იმავე დღეს გავრცელდა ვიდეოკადრებიც. ერთ-ერთი პოლიციელის თქმით, ზვიადი “სამართალდამცავთან მივიდა და მას ხელი დაარტყა”.
პროკურატურა აცხადებს, რომ ზვიად რატიანმა "ხელი გაარტყა დიდუბე-ჩუღურეთის სახაზო საპატრულო სამმართველოს უფროსს, თეიმურაზ მეშველაშვილს".
ზვიად რატიანს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11.22 - მოსამართლე ლელა კალიჩენკო დარბაზში შემოვიდა. ადგილზეა ზვიად რატიანიც. ის ადვოკატებს ესაუბრება და ახლობლებს ესალმება.
ფორუმი